USAID რუსული მავნე გავლენის წინააღმდეგ

რუსეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს, განსაკუთრებით - ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, იმაზე, რომ შეარყიოს ტრანსატლანტიკური ერთობა და დაასუსტოს დემოკრატიული ინსტიტუტები იმ მიზნით, რომ მეზობელი სახელმწიფოები მეტად დამოკიდებული გახადოს.

სწორედ ამიტომ, გასულ ზაფხულს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დაიწყო კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ, განვითარების ჩარჩო პროექტი (CMKI). სააგენტო ცდილობს ევროპასა და ევრაზიაში პარტნიორ ქვეყნებს დემოკრატიის და ეკონომიკის გაძლიერებაში დაეხმაროს, კრემლის ძალისხმევის განეიტრალების მიზნით.

რა თქმა უნდა, CMKI სრულებით „არ არის მიმართული რუსეთის და არ არის მიმართული რუსი ხალხის წინააღმდეგ“, აცხადებს სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე ბროკ ბიერმანი. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა „შეიქმნა, რათა დაეხმაროს ქვეყნებს თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, გახდნენ გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და თვითკმარი“.

აღნიშნული ინიციატივა, ბროკ ბიერმანის განცხადებით, ოთხ კონკრეტულ სფეროს გულისხმობს.

„პირველი და მთავარია - დემოკრატია და მმართველობა, რაც არის მცდელობა, დავეხმაროთ ყველა ჩვენს ქვეყანას დემოკრატიის მშენებლობაში, რაც საშუალებას აძლევს ხალხს გადაწყვიტოს საკუთარი მთავრობის სამომავლო გზა და აირჩიოს საკუთრი წარმომადგენლები სამთავრობო ორგანოებში. მეორე მიმართულება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის დეზინფორმაცია და დამოუკიდებელი მედია. მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებს შეეძლოთ საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობა. ასე რომ, დახმარება ამ მიმართულებითაც ხდება. მესამე, ესაა - დახმარება ენერგორესურსების საკითხებში და იმის უზრუნველყოფა, რომ ქვეყნები ენერგორესურსების მხრივაც დამოუკიდებლები იყვნენ“.

და ბოლოს, ეს არის ეკონომიკა და ქვეყნებისთვის იმის საშუალების მიცემა, რომ თავად გადაწყვიტონ, სად სურთ ვაჭრობის და სავაჭრო პარტნიორობების ფოკუსირება.

„კრემლისგან განსხვავებით“ - ამბობს ბროკ ბიერმანი, „ჩვენი ქმედება ძალიან გამჭვირვალეა“.

მხოლოდ კრემლი ან მისი მოკავშირეები როდი ცდილობენ მათზე დამოკიდებულების შექმნას. განსხვავებული ტაქტიკით, სხვადასხვა აქტორები ცდილობენ მეტი გავლენის მოხდენას მყიფე ქვეყნებში. მათ შორისაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და მისი კომპანიების გაუმჭვირვალე, კორუმპირებული ბიზნეს საქმიანობა - აღნიშნავს სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე ბროკ ბიერმანი.

„ჩვენი მიზანია კვლავ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენს ქვეყნებს, მეტი დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში ვეხმარებით. მათ უნდა ესმოდეთ მოლაპარაკების პირობები, ის - თუ რაზე თანხმდებიან და რაზე მიდიან, როცა შეთანხმება ჩინეთთან ხდება. გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ მათ ესმით უსაფრთხოების და პირადი ინფორმაციის დაცვის მხრივ შექმნილი რისკები, რაც ამ ტექნოლოგიებს შეიძლება ახლდეს თან. გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ტექნოლოგია იქნება ეს თუ მოწყობილობა, ხელმოწერისას მათ ზუსტად ესმით, როცა [დოკუმენტის] ბოლო ხაზზე ხელს აწერენ, თუ რა შედეგები დადგება, აწერენ თუ არა ისინი ხელს სწორედ ამ ტექნოლოგიების შემოტანას, ან რამდენადაა შესაძლებელი ვალის გადაუხდელობა“.

ბროკ ბიერმანი ურჩევს ყველას, ვინც CMKI-ს თაობაზე მეტი ინფორმაციის მიღებითაა დაინტერესებული, ეწვიონ აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს საიტს: www.usaid.gov და მიიღონ დამატებითი ცნობები USAID-ის მუშაობის შესახებ.