Accessibility links

Breaking News

გლობალური შიმშილისა და კლიმატური კრიზისის ურთიერთდამოკიდებულება


სოფლის მეურნეობა დგას გამოწვევების ისტორიულად უპრეცედენტო კომბინაციის წინაშე: უფრო მეტი საკვების წარმოება ნაკლები მიწით, ნაკლები წყლით, კონფლიქტის ესკალაციის კონტექსტში და სწრაფად ცვალებადი კლიმატის პირობებში“, - ამბობს კერი ფაულერი, ბაიდენის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი გლობალური შიმშილის საკითხში.

თუმცა, ამავე დროს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ხოსე ფერნანდესი აცხადებს რომ, „ეს არის კრიტიკული მომენტი სასურსათო უსაფრთხოებისთვის“.

„2021 წელს მსოფლიოში 160 მილიონზე მეტმა ადამიანმა განიცადა მწვავე სასურსათო დაუცველობა, 19 პროცენტიანი ნახტომი - წინა წელთან შედარებით. სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა და სასურსათო დაუცველობის შედეგები ფართო და დამანგრეველია“, - თქვა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

„როცა სასურსათო დაუცველობა არსესბობს, ფერმერები საარსებო წყაროს კარგავენ. ამასთან, მშობლები ყოველდღიურად საათობით დროს ატარებენ იმისთვის, გამოკვებონ საკუთარი ოჯახები. მშიერ ბავშვებს უჭირთ სწავლა და მათ ჯანმრთელობის შეუქცევადი პრობლემები აქვთ. უკვე მოწყვლადი მოსახლეობა ყოველთვის, ყოველთვის ყველაზე მეტად ზარალდება. სასურსათო დაუცველობა ასევე აფერხებს ფართო ეკონომიკურ ზრდას და ზრდის ძალადობრივი კონფლიქტების და სამოქალაქო არეულობის რისკს.

შეერთებული შტატები იბრძვის გლობალურ სასურსათო დაუცველობასთან, არა მხოლოდ შიმშილის ძირეული მიზეზების გამოოსწორებით, არამედ მთელ მსოფლიოში ამ პრობლემის შედეაგდ დაზარალებულთა დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებით, თქვა ფერნანდესმა.

პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ სურსათის მიწოდების გლობალური ჯაჭვის შეფერხებაზე და რესურსების მობილიზებაზე გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნით, თებერვლიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა 2,6 მილიარდი დოლარის ოდენობის გადაუდებელი დახმარება გლობალურად.

მეორე, ჩვენ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან სასუქის გლობალური დეფიციტის შესამცირებლად.

მესამე, ჩვენ ვაგრძელებთ სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობების და მდგრადობის გაზრდას აშშ-ის მთავრობის გლობალური შიმშილისა და სურსათის უსაფრთხოების ინიციატივით, სახელად “გამოკვებე მომავალი“.

მეოთხე, ჩვენ ვმუშაობთ უამრავ პარტნიორთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან, რათა სასწრაფო დახმარება გავუწიოთ და შევამსუბუქოთ სურსათზე ფასების გაზრდის გავლენა ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის.

და ბოლოს, ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ ვაძლიერებთ დიპლომატიურ ჩართულობას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და საერთაშორისო ფორუმებზე. ეს ძალისხმევა ასევე ემსახურება იმ ქვეყნების გაერთიანებას, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასურსათო დაუცველობით.

„ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი; ეს არის ჯანდაცვის კრიზისი. ეს არის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მორალური საკითხი“, თქვა ფერნანდესმა. "არც ერთი ბავშვი - დედამიწაზე არც ერთი ბავშვი არ უნდა იყოს მშიერი".

XS
SM
MD
LG