Accessibility links

Breaking News

რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების გამოვლენა უკრაინის ქალაქ ხერსონში


რუსული ძალები, ადამიანის უფლებების საზარელი დარღვევების მეშვეობით, სამხრეთ უკრაინის ხერსონის ოლქის ანექსიას ცდილობს, თქვა ელჩმა მაიკლ კარპენტერმა, ეუთოში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა. ხერსონი „იქცა იმის ნაწილად, რასაც კრემლის საშინელებათა ლაბორატორია ვუწოდე... ვხედავთ, რომ კრემლი უკრაინის რუსეთში შესრუტვის თავის სცენარს ახორციელებს.“

არის შემაშინებელი ცნობები, რომ ხერსონის რეგიონში, სპეციალურად აღჭურვილ სარდაფებში, რომელიც „საწამებელ საკნებად“ გამოიყენება, 600-მდე ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ადგილობრივი ოფიციალური პირები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ისინი, ვინც რუსულმა ძალებმა დაადგინა როგორც პირები, რომლებმაც ხერსონში და მის რეგიონში პრო-უკრაინულ გამოსვლებში მიიღეს მონაწილეობა.

ამასთან ერთად, როგორც იუწყებიან, ხერსონის მცხოვრებლებს პირადობის დამამცირებელ შემოწმებებს და ხშირად ძალადობრივ დაკითხვებს უწყობენ. რუსული ძალები ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას აგროვებენ, საპატიმრო ადგილებში ან „საფილტრაციო წერტილებში“ აკავებენ და უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან ნებისმიერი შესაძლო კავშირის შესახებ დაკითხვებს უტარებენ. როგორც იუწყებიან, ამ პროცესში შეიძლება შედიოდეს რამდენიმე დღიანი დაკავება, სანამ რუსეთის ძალები გადაწყვეტს ვინ მოკლას, აწამოს, განუსაზღვრელი ვადით დააკავოს ან რუსეთში ძალით გადაიყვანოს.

რუსეთი ხერსონის რეგიონის იმ ნაწილებში, სადაც კონტროლი მოიპოვა თავის მარიონეტებს და წარმომადგენლებს ნიშნავს, ისევე, როგორც ეს 2014 და 2015 წლებში, დონეცკში და ლუჰანსკში გააკეთა - თქვა ელჩმა კარპენტერმა.

იმავდროულად, რუსული მთავრობა რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ინტერნეტზე წვდომას დივერსიას უწყობს ან თიშავს, რათა ადამიანებს სანდო ინფორმაციის მიღების, ფინანსური ოპერაციების ან კომუნიკაციის საშუალება წაართვას.

სკოლებში დირექტორებს აიძულებენ რუსეთის ფედერაციის სასწავლო პროგრამაზე გადაერთონ, თუმცა ბევრი მათგანი, საკუთარი უსაფრთხოებისთვის დიდ ფასად, ამის გაკეთებაზე უარს ამბობს.

ეკონომიკურად, რუსეთი ნიადაგს მომავალი ანექსიისთვის ამზადებს. ადგილობრივებს რუსული რუბლის გამოყენებას და საკუთარი კომერციული ქონების ახალ მარიონეტულ ადმინისტრაციებთან დარეგისტრირებას აიძულებენ.

რუსეთი არღვევს გაეროს ქარტიას და ეწინააღმდეგება ჰელსინკის საბოლოო აქტის ათივე პრინციპს, განაცხადა ელჩმა კარპენტერმა. შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა ძალებმა პასუხი უნდა აგონ იმ შემაძრწუნებელ საშინელებებზე რომელიც ხერსონში და მთელ უკრაინაში ხდება.

XS
SM
MD
LG