კიბერდანაშაული და ციფრული გზით ჩადენილი დანაშაული, მთელ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ საფრთხეებს შორისაა. კოვიდ-19 პანდემიამ, ამ მხრივ, ვითარება კიდევ უფრო გააუარესა. გამოძიების ფედერალური ბიუროს მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, კიბერდანაშაული 400 პროცენტით გაიზარდა.
კიბრთავდასხმები სულ უფრო ხშირი, უფრო საშიში და დახვეწილი ხდება. მიზანში კი როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის ქსელებია ამოღებული. ბიზნებსა და კომპანებს მიზანში იღებენ სავაჭრო საიდუმლოებისა და სენსიტიური მონაცემების გამო, უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებს კი - კვლევების მოსაპოვებლად. რიგითი მოქალაქეები კი თაღლითობის და პირადი ინფორმაციის მითვისების მსხვერპლნი ხდებიან.
ივლისის დასასრულს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინული ეროვნების არტიომ ვიაჩესლავოვიჩ რადჩენკოზე და ალექსანდრე ვიტალიევიჩ იერემენკოზე, თითოეულზე $1 000 000-მდე ჯილდო დააწესა, ისეთი ინფორმაციის მიწოდებისთვის, რაც მათი დაკავების და გასამართლების შესაძლებლობას შექნის. ორივე ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ კიბერდანაშაულში მონაწილობაშია ეჭვმიტანილი.
მათი საქმიანობის გამოძიების საფუძველზე, რადჩენკოს და იერემენკოს ბრალად ედებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ჰაკერულ საქმიანობაში, აშშ-ის უსაფრთხოების და საფონდო ბირჟის კომისიის ელექტრონული მონაცემების შეგროვებაში, ანალიზში და აღდგენის სისტემაში შეჭრაში. მათ ბრალი ედებათ უსაფრთხოების თაღლითობის შეთქმულებაში, ქსელური თაღლითობის შეთქმულებაში, კომპიუტერული თაღლითობის შეთქმულებაში, ქსელურ თაღლითობაში და კომპიუტერულ თაღლითობაში. 16-პუნქტიანი ბრალდება ამბობს, რომ ორმა ჰაკერმა ათასობით კონფიდენციალური ფაილი მოიპარა, რომლებიც მათ მოგების მიღების მიზნით, უკანონოდ გაყიდეს. ამასთან, უსაფრთხოების და საფონდო ბირჟის კომისიამ ირემენკოსა და სხვა პირების წინააღმდეგ, სასამართლოში სამოქალაქო საჩივარიც შეიტანა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჯილდო ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთა ჯილდოს პროგრამის ფარგლებში დააწესა. ამ პროგრამის საშუალებით, ნარკოტიკულ დანაშაულთა ჯილდოს პროგრამასთან ერთად, 75 ტრანსნაციონალური დამნაშავის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მოხერხდდა. პროგრამები 1986 წლიდან მოქმედებს.
ნებისმიერი ინფორმაცია ამ კიბერდამნაშავეთა შესახებ, უნდა გაეგზავნოს აშშ-ის საიდუმლო სამსახურს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე Rewards@usss.dhs.gov რადჩენკოს და იერემენკოს წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ მეტი ინფორმაციით დაინტერესების შემთხვევაში, ან ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ჯილდოების პროგრამით დაინტერესებულებს, შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს: https://www.state.gov/artem-viacheslavovich-radchenko/
„კიბერდამნაშავეები, არცერთ ქვეყანაში არ იცავენ და პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას. რამდენადაც მათი დანაშაულებრივი საქმიანობა მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ჩვენ მივესლამებით ყველა მთავრობასთან თანამშრომლობას და კოორდინაციას, რათა ეს დამნაშავეები სამართლებლივ პასუხისგებაში მივცეთ და დავიცვათ უდანაშაულო მოქალაქეები მთელ მსოფლიოში“ - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო წერილობით განცხადებაში.
„შეერთებული შტატები ამ მცდელობის ერთგულია იმის გამოც, რომ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ჯილდოების პროგრამა ეხმარება ჩვენს სამართალდამცავ პარტნიორებს ციფრული და სხვა სახის ტრანსნაციონალური დამნაშავეების გასამართლებაში“.