Accessibility links

Breaking News

პომპეო რწმენის თავისუფლებაზე


სერბ მართლმადიდებელთა ტაძარი მონტენეგროში
სერბ მართლმადიდებელთა ტაძარი მონტენეგროში

ახლახან, აიოვის შტატში რწმენის თავისუფლების თემაზე სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ რწმენის თავისუფლება „კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი უპირველესი თავისუფლებაა“ და „ჩვენი ადმინისტრაცია ამ განუყოფელი უფლებისადმი უმაღლესი პატივისცემით ხელმძღვანელობს“.

რწმენის, აღმსარებლობის თავისუფლება ბევრ ქვეყანაში კვლავ საფრთხის ქვეშ არის. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში, ხუთიდან ოთხი ადამიანი რწმენის სრული თავისუფლების უფლებით ვერ სარგებლობს. იმ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ვინც საკუთარი სინდისის თავისუფლების რეალიზებას ცდილობს, ამერიკის შეერთებული შტატები, მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს, მათ შორის - იმ ქვეყნების დასახელებას, რომლებიც არღვევენ ამ ფუნდამენტურ უფლებას:

„ჩვენ ვამხილეთ ჩინეთის ომი რწმენის წინააღმდეგ. მათ მიერ უიღურების მასობრივი დაკავება, მათი უღმერთო გადაწყვეტილებები, ჩაენაცვლებინათ ათი მცნების საეკლესიო გამოსახულება კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, სი ძინპინის სიტყვებით, - რეაგირების გარეშე არ დარჩენილა“.

გასული ორი წლის განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რწმენის თავისუფლების დაწინაურების მიზნით, ორი მინისტერიალი გამართა, სადაც მთელი მოსფლიოდან საერო და სასულიერო ლიდერები ერთი მიზნით შეიკრიბნენ - დაიცვან რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება.

ამერიკა ერთგულია მთელი მსოფლიოს ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართ. ეს არის საამაყო მემკვიდრეობა ჩვენი ერის დამფუძნებლების, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატები ააშენეს ვალდებულებაზე, უზრუნველეყოთ ამერიკელი ხალხის განუყოფელი უფლებები, რომლებიც დამოუკიდებლობის დეკლარაციაში და კონსტიტუციაშია ასახული, აცხადებს სახელმწიფო მდივანი პომპეო.

„ჩვენი ერის საგარეო პოლიტიკა ამ გაგებას უნდა ეფუძნებოდეს“ - განაცხადა მაიკ პომპეომ. „ეს არის ვალდებულება, რომელმაც მთელ მსოფლიოში თავისუფლების მანათობელ ვარსკვლავად გადაგვაქცია... ჩვენი საგარეო პოლიტიკის სახლი მტკიცე კლდეზეა აშენებული, მტკიცე პრინციპებზე, რომლებზეც ჩვენი ერია დაფუძნებული“.

XS
SM
MD
LG