ერთკვირიანი ინტენსიური დიპლომატიის შემდეგ, რომელიც რუსეთთან სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე გაიმართა რუსეთის მიერ წარმოებული და გამოწვევის გარეშე უკრაინაში და უკრაინასთან ახლოს განხორციელებულ სამხედრო მობილიზებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიპლომატიურ ძალისხმევას აგრძელებს კრიზისის განსამუხტად. 19 იანვარს ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდა კიევში. 21 იანვარს მას ჟენევაში შეხვედრა აქვს დაგეგმილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
კიევში, შეერთებული შტატების საელჩოში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების დაწყებამდე, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში უფრო ღრმად შეჭრა, ამით საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტური პრინციპები დაირღვევა: რომ ერთ ერს არ შეუძლია მეორის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა; რომ ერთ ერს არ შეუძლია მეორეს არჩევენი უკარნახოს; და რომ ერებს არ შეუძლიათ გავლენის სფეროების დადგენა იმისთვის, რომ საკუთარ მეზობლებზე გავლენა იქონიოს და ისინი დაიმორჩილოს.
„ჩვენ თუ დავუშვით ამ პრინციპების დაუსჯელად დარღვევა, მაშინ პანდორას ყუთს გავხსნით და ამას მთელი სამყარო ხედავს“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.
უკრაინის ხელმძღვანელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა პრესკონფერენცია გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან ერთად. იქ მან გაიმეორა შეერთებული შტატების „უპირობო ერთგულება უკრაინის სუვერენიტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“. ამის გამო, მისი თქმით, „ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავ დიპლომატიურ ძალისხმევას განახლებული აგრესიის პრევენციისა და დიალოგისა და მშვიდობის ხელშესაწყობად“.
ამავდროულად, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერებას საკუთარი თავის დასაცავად და რუსეთისთვის იმის მკაფიოდ ჩვენებას, რომ შეერთებული შტატები და ევროპა მოსკოვს ტვირთს დაადებს თუ ის დიპლომატიურ გზას უარყოფს... და გააგრძელებს არასაჭირო, პროვოკაციების გარეშე, მიუღებელ შეჭრას და უკრაინის დესტაბილიზაციას“.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „ჩვენი დიპლომატიის სიძლიერე, ჩვენი შეკავების ძალა და მოსკოვის აგრესიაზე ნებისმიერი პასუხი მოითხოვს ერთობას - ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის, და ასევე უკრაინის შიგნითაც... უკრაინელები ერთიანები უნდა იყვნენ, განსაკუთრებით ახლა“.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ერთი გრძელვადიანი მიზანი „უკრაინაში განხეთქილების დათესვა არის, რომ უკრაინელებისთვის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის მისაღწევად ერთობლივი მუშაობა გაართულოს... მოსკოვს არ მისცეთ თქვენი დაყოფის საშუალება“, თქვა მან.
„როგორც თქვენ დგახართ დაყოფის, დაშინების და მუქარის წინააღმდეგ“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, „შეერთებული შტატები თქვენს გვერდით მტკიცედ დგას თქვენი უფლების დასაცავად, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები თქვენი მომავლისთვის, როგორც უკრაინელებმა, განსაზღვროთ უკრაინის მომავალი“.