Accessibility links

Breaking News

აშშ და ნატოს მოკავშირეები რუსეთისგან დიპლომატიურ გადაწყვეტილებას ითხოვენ


შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ეს კვირა ინტენსიურ დიპლომატიურ მცდელობას უძღვება. მათი მიზანი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაციით შექმნილი კრიზისის დეესკალაციაა. შეერთებულმა შტატებმა დისკუსია გამართა ორმხრივ შეხვედრაზე, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის გამორჩეულ სესიაზე; ნატოს მოკავშირეები ჩაერთნენ რუსეთთან დიალოგში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე; შეერთებული შტატები ასევე მონაწილეობდა ეუთოს - ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის - მუდმივი საბჭოს შეხვედრაში. კვირის განმავლობაში შეერთებული შტატები, ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ხაზს უსვამდა დიპლომატიური გზის მნიშვნელობას და რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებდა.

„რუსეთმა უკრაინის საზღვართან თავი მოუყარა 100 000-ზე მეტ ჯარისკაცს“, თქვა უენდი შერმანმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომელიც მოლაპარაკებაზე შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, „რუსეთი აცხადებს, რომ სწორედ უკრაინაა ის, ვინც კონფლიქტს ესწრაფვის და პროვოკაციულად იქცევა, და არა რუსეთი“. მისი თქმით, „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2014 წელს რუსეთი შეიჭრა [უკრაინაში], და დღესაც დაპყრობილი აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული“.

უენდი შერმანი აცხადებს, რომ „ორი ჩარჩო-ხელშეკრულების მონახაზი, რომლებიც დეკემბრის შუა რიცხვებში წარმოადგინა სერგეი რიაბკოვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ამბობს: „ჩვენ მტკიცენი ვიყავით [რუსეთის] უსაფრთხოების შემოთავაზებების უარყოფაში, რომლებიც შეერთებული შტატებისთვის უბრალოდ განხილვას არ ექვემდებარება“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს: „ჩვენ არავის მივცემთ კარის მიჯახუნების უფლებას ნატოს ღია კარის პოლიტიკასთან მიმართებაში, რომელიც ნატოს ალიანსისთვის ყოველთვის ძირეული იყო“. უენდი შერმანის განცხადებით, „ჩვენ უარს ვერ ვეტყვით ორმხრივ თანამშრომლობაზე სუვერენულ სახელმწიფოებს, რომელთაც შეერთებულ შტატებთან სურთ მუშაობა. და უკრაინის გარეშე არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს უკრაინასთან დაკავშირებით, ევროპის გარეშე - ევროპასთან დაკავშირებით, ან ნატოზე - ნატოსთან დაკავშირებით. და როგორც ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვამბობთ: თქვენთან დაკავშირებით არაფერი [მოხდება] თქვენს გარეშე“.

ამას გარდა, „ჩვენ გარკვევით ვთქვით... რომ შეერთებული შტატები მიესალმება დიპლომატიური გზით მიღწეულ ნამდვილ პროგრესს. ჩვენ ასევე გავიმეორეთ, რომ ჩვენი აზრით, ნამდვილი პროგრესის მიღწევა შესაძლებელია არა ესკალაციის, არამედ მხოლოდ დეესკალაციის კლიმატში“ - აცხადებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

„თუ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩება და დაძაბულობის განმუხტვისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენი აზრით, პროგრესის მიღწევა შეგვიძლია“ - თქვა მან. „მაგრამ, თუ რუსეთი გადაუხვევს დიპლომატიური გზიდან, ძალზე გამჭვირვალედ შეიძლება გამოჩნდეს, რომ ისინი დიპლომატიას სერიოზულად საერთოდ არასდროს უდგებოდნენ“ - აღნიშნა უენდი შერმანმა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე აცხადებს: „ჩვენ გარკვევით ვთქვით, რომ თუკი რუსეთი კიდევ შეიჭრება უკრაინაში, ამას საგრძნობი საფასური და შედეგები მოჰყვება, იმაზე მეტი, ვიდრე 2014 წელს“.

„ეს საფასური“, უენდი შერმანის თქმით, „იქნება ფინანსური სანქციების შემცველი, და ანგარიშის მიხედვით, მოიცავს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს; ექსპორტის კონტროლს, რომელთა სამიზნე წამყვანი ინდუსტრიებია; ნატოს პოზიციების გაძლიერებას მოკავშირეთა ტერიტორიაზე და უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების გაზრდას“.

რუსეთს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, „მკაცრი არჩევანის გაკეთება მოუწევს“.

XS
SM
MD
LG