Accessibility links

Breaking News

პოლიომიელიტის მსოფლიო დღე


პოლიომიელიტის აცრა ქაბულში, ავღანეთი. 2020 წლის სექტემბერი
პოლიომიელიტის აცრა ქაბულში, ავღანეთი. 2020 წლის სექტემბერი

პოლიომიელიტი დამბლის გამომწვევი და პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადებაა, რომელსაც პოლიოვირუსი იწვევს. პოლიოვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იჭრება და საათების განმავლობაში შეიძლება სრული პარალიზება გამოიწვიოს. მას ნებისმიერი ასაკის ადამიანის დაავადება შეუძლია, მაგრამ განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან 5 წლამდე ბავშვები. პოლიომიელიტის პრევენცია აცრით შეიძლება, თუმცა მისი შეყრის შემთხვევაში, განკურნება შეუძლებელია.

1988 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ პოლიომიელიტის ერადიკაციის პირობა დადო, დაავადების, რომელმაც წელიწადში 350 ათასზე მეტი ბავშვის პარალიზება გამოიწვია მსოფლიოს 125 სახელმწიფოში.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დიდი წვლილი შეიტანა 1994 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე პოლიოს აღმოფხვრაში, 200 წელს - აზია-წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში, 2002 წელს - ევროპაში, 2014 წელს - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ბოლოს, წელს - აფრიკაში. აგვისტოს შუა რიცხვებში, აფრიკამ მიიღო სერტიფიკატი, რომ ის პოლიომიელიტისგან თავისუფალია და ინფექციის ახალი შემთხვევები აღარ ფიქსირდება. ნიგერია იყო ბოლო სახელმწიფო, რომელიც სერტიფიცირების მკაცრი სტანდარტები დააკმაყოფილა და რეგიონის 46 ქვეყანას შეუერთდა, რომლებმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეს ისტორიული ეტაპი იზეიმეს.

დღეს პოლიომიელიტის შემთხვევები 99.9 პროცენტითაა შემცირებული. ეპიდემიის შემთხვევები ახლა მხოლოდ ავღანეთში და პაკისტანში ფიქსირდება.

ბევრ ქვეყანაში პოლიომიელიტის ერადიკაცია ადვილი საქმე არ იყო. გაჭიანურებული სამხედრო კონფლიქტებით, დეზინფორმაციით, ლტოლვილობაში მყოფი მოსახლეობით, მიუვალ ადგილებში მცხოვრები ჯგუფებით და სხვა გამოწვევებით, ვირუსის დამარცხების პროცესი ბევრ ქვეყანაში საკმაოდ რთულდებოდა და დღესაც გამოწვევად რჩება. ამის მიუხედავად, ინფექციის ნარჩენების გადაცემა უნდა შეჩერდეს, მდგრადი და განვითარებადი საპასუხო ქმედება უნდა გაგრძელდეს. მხოლოდ უდრეკი ერთგულებით, პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტით და ადგილობრივი საზოგადოების წარმოუდგენლად მძიმე მუშაობით, როგორც ეროვნული მთავრობების, ისე გლობალური პარტნიორების ჩართვითაა შესაძლებელი, რომ დედამიწა პოლიომიელიტისგან მთლიანად გათავისუფლდეს.

ამ ქვეყნების ჯანდაცვის უამრავ მუშაკთან პარტნიორობით, საზოგადოებრივ ლიდერებთან და მოხალისეებთან თანამშრომლობით, რომელთაც მხედველობის მიღმა ერთი ბავშვიც არ დარჩენიათ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი გლობალურად პოლიომიელიტის ერადიკაციის პროცესში წარმატება და ყოველწლიურად 400 მილიონზე მეტი ბავშვის ვაქცინაცია. დღეს 19 მილიონამდე ადამიანს აქვს ფეხით სიარულის საშუალება, რომლებიც ვაქცინის არარსებობის შემთხვევაში, პარალიზებულები იქნებოდნენ და ცოცხალია 1.5 მილიონზე მეტი, ვინც პოლიომიელიტით დაიღუპებოდა.

დღეს, 2020 წელს, განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლიომიელიტის მსოფლიო დღე, როცა აფრიკის მთელი რეგიონია სერტიფიცირებული, როგორც პოლიომიელიტისგან თავისუფალი. აღსანიშნავია იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში პანდემია კოვიდ-19 გრძელდება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაობას, მათ შორის - იმუნიზაციის პროცესებსაც, ბევრგან აფერხებს. სამომავლოდ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, პარტნიორებთან ერთად, გეგმავს გამოიყენოს პოლიომიელიტთან ბრძოლით მიღებული გამოცდილება და ამ ბაზისზე მიმდინარე პანდემიაზე, თუ მომავალში მოსალოდნელ ინფექციურ აფეთქებებზე გააკეთოს ინფორმირებული რეაქცია.

XS
SM
MD
LG