შეერთებული შტატები დიდი ხანია მსოფლიოს ხალხებისთვის ჯანდაცვის და ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. აღნიშნული დახმარებით უზრუნველყოფა ამერიკელი გადამხდელების მხარდაჭერით ხდება, მათივე კეთილგონიერი მოლოდინით, რომ ეს დახმარება საჭირო მიზანს ემსახურება და მისწვდება მათ, ვისაც ის ესაჭიროება.
„სამწუხაროდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ამ ზომებს ძალზე წარუმატებლად იღებდა, არამარტო კოვიდ-19-ზე საპასუხო რეაგირებისას, არამედ ბოლო ათწლეულებში, ჯანდაცვის სხვა კრიზისების მიმართულებითაც“ - ამბობს განცხადებაში მორგან ორტაგუსი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი. „ამას გარდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უარი განაცხადა სასწრაფო საჭიროების რეფორმების დანერგვაზე, დაწყებული - ჩინეთის კომუნისტური პარტისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირებით“ - ნათქვამია განცხადებაში.
შედეგად, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად ტოვებს. გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 6 ივლისს შევა.
შეერთებული შტატები უცხოეთის ქვეყნებისთვის ჯანდაცვის მიმართულებით დახმარების მტკიცედ ერთგული რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებამდე, ადმინისტრაცია განიხილავს გზებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამერიკის მთავრობის წამყვანი სააგენტოების, დეპარტამენტების და კერძო სექტორის ექსპერტიზის დახმარების, სწრაფად და ეფექტურად გაზიარება სხვა ქვეყნებისთვის, რათა ადგილზევე მოხდეს ჰუმანიტარული კატასტროფების თუ ინფექციურ დაავადებათა აფეთქებების პრევენცია, დეტექცია და მათზე რეაგირება.
2001 წლიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა 142 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო შიდსის, მალარიის, ტუბერკულოზის, ებოლის და სხვა საშიში დაავადებების პრევენციის, დეტექციის და მკურნალობისთვის. „ჩვენ წელიწადში საშუალოდ 10 მილიარდ დოლარს გამოვყოფთ გლობალური ჯანდაცვისთვის და წელს, ეს თანხა გაორმაგდება, რათა მსოფლიო მასშტაბით კოვიდ-19-თან ბრძოლა გაძლიერდეს“ - განაცხადა ექიმმა ალმა გოლდენმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწემ გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით.
შეერთებული შტატები მკიცედაა დარწმუნებული იმაში, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვება, არ დაეტყობა ყველაზე მგრძნობიარე მოსახლეობისთვის ჯანდაცვის დახმარების მოცულობის მთლიან დონეს. „შეერთებული შტატები მსოფლიოს ლიდერია ჯანდაცვის და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებში“, დასძინა ექიმმა გოლდენმა. „მოწადინებული ვართ ვუზრუნველყოთ, რომ ეს ხელგაშლილობა უშუალოდ მიუვა მსოფლიოს ხალხებს და ამ პრინციპის ერთგულები ვართ“ - თქვა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწემ გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით.