შობა

საშობაო მორთულობა ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრთან

25 დეკემბერი ქრისტიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წმინდა დღესასწაულია - დაახლოებით 2000 წლის წინ, ქრისტიანების მიერ ღმერთად, მხსნელად და სამყაროს მნათობად აღიარებული იესო ქრისტეს დაბადების დღე. მისი მშობლები, მარიამი და იოსები, ღარიბი ოჯახებიდან იყვნენ და გადმოცემის მიხედვით, იესო ზამთრის ცივ ღამეს, გამოქვაბულში, საქონლის ბაგაში დაიბადა.

ადამიანები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უხსოვარი დროიდან აღნიშნავდნენ ზამთრის ბუნიობას, როცა დღის სინათლე ღამის სიგრძის დაძლევას იწყებს და ბუნებაც განახლებას შეუდგება. მსოფლიოს უძველესი ხალხები ამ დროს ახალ წელს ეგებებოდნენ და მზეს სადღესასწაულო რიტუალებით ესალმებოდნენ, რომელთა შორის ზოგიერთი დღევანდელ ტრადიციებსაც ეხმიანება. ქრისტეშობის ზამთრის ნაბუნიობისას აღნიშვნა, ამ დღესასწაულებზეა დაფუძნებული და მას სხვადასხვა თემები მთელ მსოფლიოში ზეიმობენ.

დაახლოებით 22 დეკემბერს, ჩინეთში და ბევრ აზიურ ქვეყანაში, დონგჟის (Dōngzhì) ფესტივალი იმართება. ამ დროს ოჯახები ერთად იკრიბებიან, მოიგონებენ გასულ წელს, აღნიშნავენ ზამთრის დადგომას და სინათლის მატებას. ირანშიც მსგავსი დღესასწაულია, იალდას ღამე (Yalda). ზამთრის ბუნიობას იაპონიაშიც აღნიშნავენ და მას იქ ტოჟი (Toji) ჰქვია. იაპონელები ამ დღეს ახალი წლის დადგომას ზეიმობენ და ერთმანეთს ჯანმრთელობას და კარგ იღბალს უსურვებენ.

დღესასწაულები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ყველგან ზეიმია და ოპტიმისტური სურვილები ჭარბობს. ქრისტიანების დიდი ნაწილისთვის საუკუნეების მანძილზე ეს ზეიმი შობის ღამეს ანგელოსის გამოცხადებას უკავშირდება, რომელიც დედამიწას მშვიდობას და ადამიანებს სიკეთეს პირდება.

„ყოველ წელს შობის დადგომისას, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შობის ნამდვილი სული იმაში კი არაა, თუ რა გვაბადია, არამედ იმაში, თუ რას წარმოვადგენთ თითოეული ჩვენგანი, როგორც ქრისტეს შვილი. ესაა წლის ამ დროს, ჩვენი სიხარულის მთავარი, ნამდვილი წყარო. ესაა ის, რაც ყოველ შობას დღესასწაულად აქცევს“ - თქვა წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ვლოცულობთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი ადგილი იყოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს სიყვარულით სავსე სახლი, მდიდარი საზოგადოება და რწმენით დალოცვილი ერი“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.