შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ახლახან შავი ზღვის რეგიონის სამ ქვეყანას სტუმრობდა - საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს.
მან შეაქო უსაფრთხოების მტკიცე პატრნიორობა და ფასეულობები, რომლებსაც ეს ქვეყნები ამერიკის შეერთებულ შტატებთან იზიარებენ. ოსტინმა ასევე პატივი მიაგო მსხვერპლს, რომელიც საქართველომ და რუმინეთმა გაიღეს ერაყში და ავღანეთში მებრძოლი ძალების სახით, საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობის დროს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მაშინ როცა მათ რუსეთის მთავრობის მხრიდან განგრძობადი მავნებლური ქმედებების წნეხისთვის უწევთ თვალის გასწორება.
„ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ რეგიონი რუსეთის აგრესიისადმი მგრძნობიარეა და ჩვენ გვინახავს ამის მტკიცებულება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ქმედებების სახით, საქართველოს ნაწილის ოკუპაციის გზით, შავი ზღვის მილიტარიზაციით, თუ პროვოკაციული ქმედებებით ჰაერში და ზღვაში“ - განაცხადა თავდაცვის მდივანმა. ლოიდ ოსტინის თქმით, „რუსეთის მადესტაბილიზებელი აქტივობები... გამოხატავს მის ამბიციებს აღადგინოს დომინანტური პოზიცია რეგიონში და ხელი შეუშალოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის რეალიზებას“.
SEE ALSO: თავდაცვის ახალი შეთანხმება საქართველოსთანაშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეერთებული შტატებისთვის „უძვირფასესია რეგიონის უზარმაზარი პარტნიორობა და თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენი პარტნიორებისგან ვიღებთ“ ამ რეგიონში. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს დახმარების მიწოდებას საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საქართველოსთვის, უკრაინის, რუმინეთის და ბულგარეთისთვისაც, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებში შეკავებას და თავდაცვას რუსეთის მავნებლური ქმედებების წინააღმდეგ.
ლოიდ ოსტინის ვიზიტი სამ ქვეყანაში ასევე ხაზს უსვამს ნატოს ინტერესებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. რუმინეთი ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირეა, უკრაინა და საქართველო კი პარტნიორი ქვეყნები არიან, რომლებიც ნატოს წევრობას ესწრაფვიან.
თავდაცვის მდივანმა რუმინეთს უწოდა „საზიარო პასუხისმგებლობაში მოკავშირის ერთგულების მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელიც მიმართულია თავდაცვის მოდერნიზაციისკენ და ნატოს მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისკენ, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ“. მან ასევე შეაქო რუმინეთი, როგორც ნატოს ერთ-ერთი გულუხვი მოკავშირე, რომელიც შეერთებული შტატების საროტაციო ძალების მნიშვნელოვან რაოდენობას მასპინძლობს.
საქართველოში და უკრაინაში ვიზიტის დროს, ლოიდ ოსტინმა გარკვევით თქვა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაც კორუფციასთან და აგრესიასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ბასტიონია. მან ორივე ქვეყნის მთავრობას მოუწოდა ბოლომდე მიჰყვნენ რეფორმებს, რომლებიც მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს დააწინაურებს.
„შავი ზღვის უსაფრთხოება და სტაბილურობა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედის და ნატოს აღმოსავლეთის ფრონტის უსაფრთხოებითვის კრიტიკული მნიშვნელობისაა“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა და დასძინა: „ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე ფოკუსირებას და გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან“.