Accessibility links

Breaking News

ლიბერალური დემოკრატია ადამიანის უფლებების საუკეთესო დამცველია


აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება
აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება

რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებაშია შეტანილი: „კონგრესმა არ უნდა გამოსცეს რაიმე კანონი, რომელიც ეხება სახელმწიფო რელიგიის განსაზღვრას, ან კრძალავს რწმენის თავისუფლებას“.

პიტერ ბერკოვიცი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში პოლიტიკის დაგეგმვის განყოფილების დირექტორი ამბობს, რომ არსებობს კორელაცია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც იცავენ რწმენის თავისუფლებას და რომლებიც ადამიანის სხვა ფუნდამენტურ უფლებებს სცემენ პატივს.

„ემპირიულად ვიცით, რომ მაღალი კორელაციაა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც რწმენის თავისუფლებას იცავს იმათთან, ვინც ყველა სხვა თავისუფლების სადარაჯოზეა, რაც შეერთებული შტატებისთვის ტრადიციულად ძვირფასია. ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია. Რადგან ისინი ზრუნავენ აზრთა სხვადასხვაობის თავისუფლებაზე. ის კი, რაზეც კაცობრიობა ყველაზე უფრო მეტად იბრძოდა, ეს იყო განსხვავებული აზრი ღმერთზე“.

არსებობს ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნები, რომელთა შორისაა ჩინეთი, ირანი და რუსეთი. ისინი ამბობენ, რომ ვინაიდან შეერთებული შტატები შინ სრულყოფილად არ იცავს ადამიანის უფლებებს, მას არ აქვს უფლება, უცხოეთში ადამიანის უფლებების დაწინაურებაზე იზრუნოს.

დირექტორი ბერკოვიცი ამგვარ განცხადებას „აღმაშფოთებლად“ მიიჩნევს.

„ფუნდამენტური განსხვავებაა ლიბერალურ დემოკრატიებს, როგორიცაა შეერთებული შტატების, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას და ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, რუსეთი, რომლებიც უარყოფენ თავად ადამიანის უფლებების იდეას... რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთში, ჩინეთში და ირანში არიან მამაცი დისიდენტები. ჩვენ ვიცით, რომ არიან. მაგრამ, იქ პოლიტიკური საზოგადოება, როგორც ასეთი, სინდისის თვისუფლებაზე საუბარს საერთოდ მიუღებლად თვლის“.

დირექტორი ბერკოვიცი ამბობს, რომ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების დეკლარაცია დამკვიდრდა, უნივერსალური სტანდარტი ნებისმიერი სახის მმართველობისთვის და ყველა მთავრობა სწორედ მისკენ უნდა ისწრაფვოდეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პოლიტიკის დაგეგმვის განყოფილების დირექტორი იმედოვნებს, რომ „ხალხი მივა იმ დასკვნამდე, რომ პატივი სცეს... ლიბერალურ დემოკრატიას, როგორც მართვის ისეთ ფორმას, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს“.

XS
SM
MD
LG