Accessibility links

Breaking News

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღე


16 დღე, რომელიც 25 ნოემბერს, ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის დღეს და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღეს შორისაა, მიეძღვნა მსოფლიოს მასშტაბით გამართულ უფლებადამცველ კამპანიას. მისი მიზანია გენდერული ძალადობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ხალხის მობილიზაცია ყველგან, რათა გენდერული ძალადობის მხრივ, სიტუაცია შეიცვალოს.

„ქალთა წინააღმდეგ ძალადობა საზღვრების და კულტურების ფარგლებს სცდება: სამიდან ერთი ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება გენდერული ძალადობის მსხვერპლი. სამწუხაროდ, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ეს მონაცემები გაიზარდა“ - თქვა ჯონ ბარსამ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა. მისი თქმით, „შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში, აფიქსირებს ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის ზრდას, ასევე გაუარესებულია მათი წვდომა საკვებზე, თუ ზოგადად, საცხოვრებელი სიტუაცია“.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი ხანია ხაზს უსვამს ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე რეაგირების აუცილებლობის მნიშვნელობას, რაც გავლენას ახდენს ქალების უნარზე, ჰქონდეთ წინსვლა და წარმატება.

„პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გააფართოვა პარტნიორობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქალთა ჯგუფებთან, კერძო სექტორის ფირმებთან და სამთვრობო ინსტიტუტებთან, რათა დაინერგოს ეფექტური პროგრამები, რომლებიც გაზრდის ცნობადობას და უზრუნველყოფს ქალების წინააღმდეგ ძალადობის უარყოფითი შედეგების პრევენციას“ - ამბობს ორგანიზაციის ადმინისტრატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

ამის მაგალითია ორგანიზაცია სახელად - შეერთებული შტატების სტრატეგია ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის. ის სააგენტოს განვითარების და ჰუმანიტარული დახმარების ეგიდით, მუშაობს იმაზე, რომ დაიცვას ქალები და გოგონები ძალადობისგან, ექსპლუატაციისგან და ჩაგვრისგან. 2017 წლის შემდეგ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 70 000-მდე ქალს მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში. სააგენტომ ასევე უზრუნველყო გენდერული ძალადობის 6 მილიონამდე მსხვერპლი ქალი, კრიტიკული მნიშვნელობის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, იურიდიული და ეკონომიკური დახმარებით.

თუმცა, ეს გრძელი და რთული ბრძოლაა. ეს იმიტომ, რომ გენდერული ძალადობა მთელ რიგ კულტურებში ზედმეტად ხშირადაა ნორმალიზებული, რაც საზოგადოების და მთავრობის ჩავარდნაზე მეტყველებს, აღიაროს ქალების და გოგონების ფასი და მათი ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, მოწოდება ქმედებისკენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიც იყო აქტივიზმის 16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ის ნათელს ჰფენს ამ საშინელებას და იმ კანონებს და პრაქტიკას, რომელიც ძალადობას არსებობის საშუალებას აძლევს.

„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ითამაშოს განსაზღვრული როლი, რათა ქალების წინააღმდეგ ძალადობა დასრულდეს; რომ შემსუბუქდეს მისი საზიანო გავლენა ინდივიდებზე, ოჯახებზე და საზოგადოებებზე; და დაწინაურდეს ინდივიდთა უფლებები“ - განაცხადა ჯონ ბარსამ.

მისი თქმით, „ამ 16 დღის მანძილზე, თითოეული დღის განმავლობაში, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ერთიანია მსოფლიოს ქალების ღირსების შენარჩუნებაში და დაცვაში“.

XS
SM
MD
LG