Accessibility links

Breaking News

სირიას დევნილების დაბრუნება სურს, რუსეთიც თანახმაა


თითქმის ათი წელია, სირია ყველაზე საშინელი გზებით ძალადობს საკუთარ ხალხზე. ბაშარ ალ-ასადის ლიდერობით, რეჟიმმა ტანკებით და ცეცხლსასროლი იარაღით იერიში მიიტანა საპროტესტო აქციების მშვიდობიან მონაწილეებზე; მან ე.წ. მათ კასრის ბომბები დაუშინეს საკუთარ მოსახლეობას, რომლებიც ბენზინით და სხვა ძლიერ ფეთქებადი ნივთიერებებით იყო სავსე; ასადის მეთაურობით, მომწამლავი გაზით ამოახრჩვეს სირიული სამეზობლოები და სოფლები. ქვეყნის მოქალაქეები დაასახიჩრეს, აწამეს და მოკლეს შიმშილით, ქიმიკატებით და ცეცხლით. სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას ომის მსხვერპლად არ მიიჩნევდნენ. ისინი ადრეც სამიზნეები იყვნენ და დღესაც ასე ითვლებიან.

შედეგად, სირიის მოსახლეობიდან, რომელიც ომამდე 23 მილიონს შეადგენდა, დაახლოებით 500 000 მოკლულია, 6.5 მილიონი ქვეყნის შიგნითაა დევნილი და 5.6 მილიონი თავს მეზობელ ქვეყნებს აფარებს. მაგრამ ახლა, ასადმა, ამ საშინელებათა არქიტექტორმა, ლტოლვილებს სირიაში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ეს მოთხოვნა ექოსავით განმეორდა მისი მხარდამჭერის და ხელშემწყობის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ.

ახლახან დამასკოში გამართულ დევნილთა კონფერენციაზე, რომელსაც ერთდროულად უძღვებოდნენ სირიის და რუსეთის ლიდერები, ასადმა და პუტინმა დაბეჯითებით განაცხადეს, რომ სამოქალაქო ომი დასრულდა და ქვეყნის მთელ რიგ დაზარალებულ რეგიონებში, ახლა მშვიდობამ დაისადგურა. ამავე დროს, რუსეთი ამტკიცებს, რომ რომ ომით განადგურებულ ქვეყანაში სირიელი ლტოლვილების დაბრუნებას, წინ რეკონსტრუქციის პროცესი უნდა უძღოდეს, და რომ ამის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ გაჩნდება, თუ დასავლეთი სირიის აღმშენებლობისთვის საფასურის გადახდის სურვილს გამოთქვამს. ეს რუსეთის აშკარა მცდელობაა, დაეხმაროს საკუთარ კომპანიებს სარფიანი სამშენებლო კონტრაქტების მისაკუთრებაში.

ლტოლვილები ასადის დაპირებებს არ ენდობიან. ამ ანკესზე არც დასავლეთის ქვეყნები ეგებიან და ითხოვენ, რომ რეკონსტრუქციისთვის დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყოს, თუ ყველა პოლიტიკურ პატიმარს გაათავისუფლებენ, უსაფრთხოება ყველა სირიელისთვის იქნება უზრუნველყოფილი და სირიაში პოლიტიკური პროცესები ლეგიტიმურად წარიმართება.

„რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ასადის რეჟიმი, ცდილობს მილიონობით მოწყვლადი ლტოლვილი, პოლიტიკურ პაიკებად გამოიყენოს, რათა შეეცადოს გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია, თითქოს სირიაში კონფლიქტი დასრულდა“ - თქვა წერილობით განცხადებაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ კეილ ბრაუნმა.

მისი თქმით, „ასადის რეჟიმი პასუხისმგებელია საკუთარი 500 000-ზე მეტი მოქალაქის სიკვდილზე, უამრავი საავადმყოფოს დაბომბვაზე და სირიის მილიონობით მოქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე უარის თქმაზე. ეს არ არის ისეთი მთავრობის ქმედება, რომლის ნდობაც შეიძლება იმის გადასაწყვეტად, თუ როდის შეიძლება ლტოლვილები ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ, და არც ასადს უნდა ჰქონდეს უფლება, გაანაწილოს რეკონსტრუქციისთვის განსაზღვრული საერთაშორისო ფონდები“.

„შეერთებული შტატები ერთგულია სირიელი ხალხის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული, ნომერ 2254 რეზოლუციის, რომელიც ერთადერთი გზაა სირიული კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების“ - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG