Accessibility links

Breaking News

ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეას


გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი გაკეთებულ მიმართვაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დიდ გლობალურ ბრძოლაშია ჩართული: „ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ უხილავ მტერს - ჩინეთის ვირუსს - რომელმაც 188 ქვეყანაში უთვალავი სიცოცხლე წაგვართვა“.

შეერთებულმა შტატებმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აგრესიული მობილიზაცია გამოაცხადა, მათ შორის ვენტილატორების ჭარბი წარმოებით, რომელთა გადანაწილება შეიძლება იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ის ესაჭიროება და ასევე მკურნალობის ეფექტურობისთვის. ამ მომენტშიც, კლინიკური გამოცდის დასკვნით ეტაპზეა სამი ვაქცინა, განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა:

„ჩვენ დავარიგებთ ვაქცინას, დავამარცხებთ ვირუსს, დავასრულებთ პანდემიას, და უპრეცედენტო აყვავების, თანამშრომლობის და მშვიდობის ეპოქაში გადავაბიჯებთ“.

ამავე დროს, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ საკუთარ ქმედებებზე:

„ვირუსის ადრეულ ეტაპზე, ჩინეთმა მოგზაურობა ადგილობრივად ჩაკეტა, მაშინ როცა ხალხს ჩინეთიდან გაფრენის და მსოფლიოს დაინფიცირების საშუალება მისცა... ჩინეთის მთავრობამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც არსებითად ჩინეთის მიერ კონტროლდება, ცრუ განცხადება გააკეთეს, თითქოს არ არსებობდა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის მტკიცებულება“.

პრეზიდენტმა ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდა ჩინეთს პასუხი აგებინოს გარემოს დაცვის უგულვებელყოფისთვის:

„ყოველწლიურად ჩინეთი ოკეანეებს მილიონობით ტონა პლასტმასით და ნაგვით აბინძურებს, ჭარბად აწარმოებს თევზჭერას სხვა ქვეყნების აუზებში, ანგრევს მარჯნის რიფების ზოლებს და ატმოსფეროში უშვებს ბევრად მეტ ტოქსიკურ ვერცხლისწყალს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა დედამიწაზე. ნახშირორჟანგის ემისია კი შეერთებული შტატების გამონაბოლქვს ორჯერ აღემატება და ის სწრაფად მატულობს“.

გაერო ეფექტური ორგანიზაცია რომ გახდეს, განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა, მან ფოკუსირება მსოფლიოში რეალურ პრობლემებზე უნდა მოახდინოს. ეს მოიცავს ტერორიზმს, ქალების ჩაგვრას, იძულებით შრომას, ნარკოტიკებით ვაჭრობას, ადამიანების და სექს-ტრეფიკინგს, სარწმუნოებრივ დევნას და რელიგიური უმცირესობების ეთნიკურ წმენდას.

XS
SM
MD
LG