Accessibility links

Breaking News

შეერთებული შტატები და იაპონია კლიმატური ცვლილებების საკითხებში თანამშრომლობენ


ჯონ კერი და შინჯირო კოიზუმი

თუკი გლობალური ტემპერატურის ზრდა, წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით, 1.5 გრადუსს გადააჭარბებს, მილიონობით ადამიანი შესაძლოა ექსტრემალური სითბური ტალღების შემოტევის, გვალვების და წყალდიდობების რისკის წინაშე აღმოჩნდეს - განაცხადა ჯონ კერიმ, შეერთებული შტატების საგანგებო დესპანმა კლიმატური ცვლილებების საკითხებში. 20 ივლისს გაკეთებულ მოხსენებაში მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს გლობალურად პროგნოზირებული ტემპერატურის ზრდის შემცირების გზებიც.

დესპან კერის თქმით, „ჯერ კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ტემპერატურის 1.5 გრადუსით ზრდის მომავალი შედარებით უსაფრთხო გავხადოთ. მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ყველა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა პირობას დადებს, რომ 2030 წლამდე გააზრებულ შეზღუდვებზე წავა. ეს ერთადერთი გზაა, რომ მსოფლიო საუკუნის შუა პერიოდისკენ, ნახშირორჟანგის ნულოვანი ნიშნულისკენ მიმავალ სანდო გზას დადგეს“.

აგვისტოს მიწურულს ტოკიოში ვიზიტის დროს, საგანგებო დესპანმა ჯონ კერიმ დისკუსია კლიმატური ცვლილებების მიმართულებით ორი ქვეყნის მცდელობებზე გამართა. შეერთებული შტატები ჩინეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტ სათბურის აირებს გამოყოფს. იაპონია კი ამ სიაში რიგით მეშვიდეა.

იაპონიამ პირობა დადო, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე ამბიციურ მიზანს შემდეგი 30 წლის მანძილზე მიაღწევს. იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრ შინჯირო კოიზუმისთან შეხვედრისას, ბატონმა კერიმ განაცხადა:

„იაპონიამ რამდენიმე რთული გადაწყვეტილება მიიღო. იაპონიამ მიზნად დაისახა ემისიების 45, 46 და 50 პროცენტამდე შემცირების თაობაზე და ნულოვან ნიშნულს 2050 წლამდე მიაღწევს“.

თანდათან უფრო აშკარა ხდება, რომ სათბურის აირების გამოყოფის წინააღმდეგ მიმართული ზომები უნდა დაჩქარდეს, თუკი ტემპერატურის ზრდა გლობალურად მხოლოდ 1.5 გრადუსზე უნდა შეჩერდეს. შესაბამისად, შეერთებულ შტატებს და იაპონიას შორის მოქმედი კლიმატური პარტნიორობის შეთანხმების საფუძველზე, ამერიკა და იაპონია თანხმდებიან, რომ გაძლიერდება თანამშრომლობა ინოვაციების მხრივ რამდენიმე მიმართულებით. განახლებადი ენერგია, ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება და ინდუსტრიული დეკარბონიზაცია (გაუნახშირბადოება), ასევე - სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მისიების მხარდაჭერა კლიმატური ცვლილებების შემცირების მიზნით.

ორივე სახელმწიფო თანხმდება იმაზე, რომ 2021 წლის ბოლომდე საბოლოოდ უნდა შეწყდეს პირდაპირი სამთავრობო მხარდაჭერა ისეთი საერთაშორისო პროექტების, რომლებიც ქვანახშირის წვის ხარჯზე მიღებულ ენერგიას უკონტროლოდ იყენებს. ამასთან ერთად, შეერთებული შტატები და იაპონია შეეცდებიან საკუთარი წვლილი შეიტანონ ინიციატივაში, რომელიც განვითარებული ქვეყნების მხრიდან $100 მილიარდი დოლარით დააფინანსებს განვითარებადი ქვეყნების მცდელობას, უფრო მტკიცედ აღუდგნენ წინ კლიმატური ცვლილებების გავლენას, რომ მათაც შეამცირონ სათბურის აირების გამოყოფა და მიუახლოვდნენ ნახშირორჟანგის გამოყოფის ნულოვანი ნიშნულის მქონე მომავალს.

შეერთებული შტატები და იაპონია გამოხატავენ მტკიცე მზაობას, რათა მომავალი დეკადა გადამწყვეტი იყოს კლიმატური ცვლილებების მიმართულებით მიღებული ზომების მხრივ. ვაშინგტონის და ტოკიოს სურვილია დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი მცდელობები კლიმატური კრიზისის მიმართულებით, ამერიკა-იაპონიის ორმხრივი თანამშრომლობის გამძლე საძირკველი იქნება.

XS
SM
MD
LG