ადამიანის განუყოფელი უფლებები და მათი მნიშვნელობა

ხუთი ადამიანისგან შემდგარმა კომიტეტმა, 1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციის პირველი გეგმა წარმოადგინა. ფერმწერ ჯონ ტრუმბულის ნამუშევარი.

ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ადამიანის განუყოფელ უფლებებად განსაზღვრეს „სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა”. ეს უფლებები „დაბადებით ენიჭება ყველა ადამიანს და დღეს ამაში უხეშად ადამიანის უფლებებიც მოიაზრება“ - ამბობს პიტერ ბერკოვიცი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პოლიტიკის დაგეგმვის განყოფილების დირექტორი.

ეს უფლებები არამარტო შინ, ამერიკელებზე ვრცელდება, არამედ საგარეო პოლიტიკის მორალურ ფუნდამენტს ქმნის, აცხადებს ბერკოვიცი.

„ჩვენ ამ მიზნის მიღწევის ვალდებულება ავიღეთ, როცა 1948 წელს, წინ ვუძღოდით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღებას. ორივე პარტიაში იყვნენ პრეზიდენტები, რომლებმაც ადამიანის უფლებების მიმართულებით წარმატებებს მიაღწიეს. ამერიკის დაფუძნებისას ფუნდამენტად ჩადებული პირობების ერთგულება, ყველა ადამიანის დაბადებით მინიჭებული ღირსების პატივისცემას ითვალისწინებს“.

დირექტორ ბერკოვიცის თქმით, ერთი წლის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ადამიანის განუყოფელი უფლებების კომისია სპეციალური მანდატით აღჭურვა:

„სახელმწიფო მდივანმა პომპეომ სთხოვა კომისიის წევრებს, საგანგებოდ შეესწავლათ და განემტკიცებინათ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მყარი ერთგულება ადამიანის უფლებების მიმართ, ამერიკის დამფუძნებელ დოკუმენტებში - დამოუკიდებლობის დეკლარაციაში და შეერთებული შტატების კონსტიტუციაში, ამერიკის კონსტიტუციურ ტრადიციაში. ასევე, ისინი უნდა დაგვხმარებოდნენ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციისადმი ამერიკის მყარი ერთგულების გაგებაში, რომელსაც ხელი 1948 წელს მოეწერა“.

ადამიანის განუყოფელი უფლებები უშუალოდ მოქმედებს შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ინდივიდუალურ სახელმწიფოებთან, ამბობს დირექტორი ბერკოვიცი.

„ჩვენ ამაში ვრწმუნდებით, როცა მაგალითად, სახელმწიფო მდივანი პომპეო განმეორებით გმობს მუსლიმი უიღურების დაპატიმრებას ჩინეთის ბანაკებში. ჩვენ ამის მოწმე ვიყავით, როცა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, რონალდ რეიგანი საბჭოთა კავშირის დისიდენტების უფლებებისთვის იბრძოდა, რომლებიც სასტიკად იყვნენ დატყვევებული მათ გულაგებში. ჩვენ ამას ვხედავთ ახლა, როცა ადმინისტრაციას იერიში მიაქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, რომელიც ასევე ეწევა საკუთარი მოქალაქეების რეპრესიებს“.

იმის მიუხედავად, რომ „ადამიანის უფლებები ნამდვილად არ არის მთლიანად შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიმართულება“, ამბობს დირექტორი ბერკოვიცი, ის ნამდვილად არის „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ერთ-ერთი წამყვანი ნაწილი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნაკრებში“.