Accessibility links

Breaking News

უსამართლო არჩევნები ბელარუსში


ბელარუსის დიდი ხნის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი არჩევითი თანამდებობა 1994 წლიდან უკავია, აცხადებს, რომ კიდევ ერთი უპირობო გამარჯვება მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა. მისი პრეტენზია, არჩევნების ხმათა 80%-ით მოგების შესახებ, სადაოა ბელარუსის ასობით ათასი მოქალაქისთვის, რომელთაგან ბევრმა ეს ქუჩაში გამოსვლით გააპროტესტა, განაცხადა რა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია. სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს სწრაფად და სასტიკად უპასუხეს - ცემით, დაკავებით. სცემეს აქციის ათასობით მონაწილე, ჟურნალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები. მოკლულია სულ მცირე, აქციის ოთხი მონაწილე.

არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ორი ლიდერი ქვეყნიდან გაიქცა. მათ შორისა, მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატი, სვიატლანა ციხანუსკაია, რომელმაც პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მეუღლე, პოლიტიკურ საკითხებზე მომუშავე ბლოგერი დააკავეს და აუკრძალეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის ბევრ ქალაქში გრძელდება. 16 აგვისტოს, მინსკის ქუჩებში გასაპროტესტებლად 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ეს ბელარუსში უპრეცედენტო შემთხვევაა. დემონსტრანტთა დიდი ნაწილი, კამპანიას „ქალები თეთრებში“ წარმოადგენს. ისინი დემონსტრაციების ძალადობრივი გზით დარბევას აპროტესტებენ და პოლიციელთა მიერ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

თეთრებში შემოსილ ქალებს ხელში ხშირად ყვავილები უჭირავთ. პირველად ისინი მინსკის ქუჩებში გასაპროტესტებლად გასულ კვირას გამოჩდნენ, თუმცა მსგავსი საპროტესტო აქცია გაიმართა გერმანიაში, პოლონეთში, ბელგიაში, უკრაინასა და რუსეთშიც.

არჩევნების საკამათო შედეგებზე, ბელარუსი ხალხის რეაქციიდან ნათელია, რომ მათ სურთ მიიღონ ის, რასაც ალექსანდრე ლუკაშენკო მათ მმართველობის ორ დეკადაზე მეტი ხნის განმავლობაში არ სთავაზობდა. საერთაშორისო საზოგადოებამ მოისმინა ბელარუსი ხალხის მოწოდება, დგას მათ გვერდით და მხარს უჭერს მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროპელმა ლიდერებმა, შეშფოთება გამოთქვეს ბელარუსში გამართული არჩევნების თაობაზე და აღნიშნეს, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. შეშფოთება გამოითქვა არჩევნების შემდგომ პროტესტზე, ხელისუფლების ძალადობრივი პასუხის გამო, ჟურნალისტების მიზანში ამოღების, დაკავებულებზე ძალადობისა და ინტერნეტის დაბლოკვის გამო.

პოლონეთში გამართული ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა: „საერთო მიზანია, ბელარუსი ხალხის დახმარება, მოიპოვონ საკუთარი სუვერენიტეტი, საკუთარი თავისუფლება. ის, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ, უმარტივესი რამაა, რაც თითოეულ ადამიანს სურს: ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი ხელისუფლების ბუნება. ასე რომ, ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გააფართოვოს წრე, ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ისე, რომ ეს ასახავდეს ბელარუსი ხალხის ძირითად მოთხოვნებს“.

XS
SM
MD
LG