Accessibility links

Breaking News

აშშ-ის დამატებითი ფინანსური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ


"სვიფტის" ლოგო

შეერთებულმა შტატებმა, თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ, რუსული ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებითი ზომები მიიღო. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში თქვა: „უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ჩვენი ურყევი მხარდაჭერით, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ რუსეთისთვის საფასურის დაწესებას, თუ ის თავისი არჩევანით წამოწყებულ ომს გააგრძელებს.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა, ანუ OFAC, ყველა ამერიკელ პირს აუკრძალა ნებისმიერი გარიგება, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ან რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროა ჩართული. ამასთან ერთად, OFAC- მა დაუწესა მაბლოკირებელი სანქციები რუსულ პირდაპირ საინვესტიციო ფონდს, რომელიც ცნობილია როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და მისი უახლოესი გარემოცვის „შავი სალარო“, მის ორ შვილობილ კომპანიას და მთავარ აღმასრულებელ დირექტორ კირილ დმიტრიევს.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიმართა ამ „ქმედებებს, რათა შეასუსტოს რუსეთის შესაძლებლობები, გამოიყენოს საკუთარი საერთაშორისო რეზერვები იმგვარად, რომ ჩვენი სანქციების გავლენას ძირი გამოუთხაროს და ასევე იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს, თავის კეთილდღეობის ფონდზე წვდომაში და მის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში გამოიყენებაში“.

ეს უკანასკნელი სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც მსოფლიო ბანკთაშორის ტელეკომუნიკაციის საზოგადოება, ანუ "სვიფტი" (SWIFT), თავისი სისტემიდან საკვანძო რუსული ბანკების გათიშვას დათანხმდა. ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას გლობალური ფინანსური სისტემის უმეტესი ნაწილიდან მოკვეთს. SWIFT-დან მოსკოვის გამოკლება ნიშნავს, რომ რუსულ ბანკებს თავისი საზღვრების გარეთ უსაფრთხო ფინანსური კომუნიკაციის საშუალება არ ექნება. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ასევე გამოაცხადეს, რომ შემოიღებენ შემზღუდველ ზომებს, მიმართულს იმისკენ, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ვერ მოახერხოს თავისი საერთაშორისო რეზერვების ისეთი განლაგება, რომელიც მათ საერთაშორისო სანქციების ძირის გამოთხრის შესაძლებლობას მისცემს.

შეერთებული შტატები თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას გააგრძელებს, რათა რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ მისი ომის გამო, მძიმე შედეგები დაუდგეს. „ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ვიზიარებთ მიზნის ერთიანობას, გაბედულებას და შეუპოვრობას, რათა რუსეთს მისი აგრესიისთვის პასუხი ვაგებინოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ არჩევანით დაწყებულ ომზეა პასუხისმგებელი“, თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

XS
SM
MD
LG