Accessibility links

Breaking News

უკრაინის საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა


ენტონი ბლინკენი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (წინ) და დმიტრო კულება - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი (უკან) მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. გერმანია, 19 თებერვალი, 2022 წ.
ენტონი ბლინკენი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (წინ) და დმიტრო კულება - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი (უკან) მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. გერმანია, 19 თებერვალი, 2022 წ.

შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის ფინანსური მხარდაჭრისადმი ერთგულება. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უზრუნველყოფს უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ოდენობის სუვერენული ვალის გარანტიას. მისი მიზანი უკრაინის ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩართულობის გაგრძელებაა.

„ეს წინადადება, უკრაინის პარტნიორობასთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, დიდ შვიდეულთან და სხვა ორმხრივ დონორებთან, განამტკიცებს უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობას, ზრდას და აყვავებას რუსეთის აგრესიის პირისპირ“ - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

2014-დან 2016 წლამდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამჯერ გამოყო სუვერენული ვალის გარანტია, თითოეული - მილიარდი დოლარის ოდენობით. მათ კრედიტორებისთვის თანხების გადახდა უზრუნველყვეს, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის დაპყრობა დაიწყო. „ვალის გარანტიებმა კრიტიკული როლი ითამაშა რუსეთის წინა აგრესიის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკის წარმატებით დასტაბილურებაში და მას საშუალება მისცა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ამბიციური თანამშრომლობის შედეგად, მძლავრი ეკონომიკური რეფორმა დაენერგა“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

2014 წლიდან მოყოლებული, შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის განვითარების მიზნით, უკრაინა $2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარებით უზრუნველყო. შეერთებული შტატები ასევე მუშაობდა ამერიკული კომპანიების უკრაინის ეკონომიკაში კომერციული ჩართულობის წახალისებაზე. შეერთებული შტატების ექსპორტ-იმპორტის ბანკი გეგმავს გამოყოს 3 მილიარდ დოლარამდე, ამერიკული წარმოების პროდუქციის და სერვისების უკრაინის პროექტებში ჩართვის მიზნით. შეერთებული შტატების განვითარების ფინანსურ კორპორაციას კი უკრაინის პორტფოლიოში ათეულობით სხვადასხვა პროექტზე 800 მილიონი დოლარი აქვს განსაზღვრული.

ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები „გააგრძელებს გზების გამონახვას, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას და მის ხალხს“, რომელიც რუსეთის შეჭრის აშკარა, მიმდინარე საფრთხის პირისპირ იმყოფება.

XS
SM
MD
LG