Accessibility links

Breaking News

უკრაინას აქვს უფლება იყოს დემოკრატიული 


უკრაინული ძალები ხერსონის რეგიონში, 1 თებერვალი 2022 წ.
უკრაინული ძალები ხერსონის რეგიონში, 1 თებერვალი 2022 წ.

1991 წლის აგვისტოში უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საკუთარი მომავლის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, რუსეთმა უარი თქვა უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე და გამუდმებით ცდილობდა მის დასუსტებას ტერიტორიის მითვისებით, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრით, ლიდერების ასიმილირებით, ან მათთვის საბოტაჟის მოწყობით და საკუთარი საგარეო პოლიტიკის თავზე მოხვევით, რათა როგორმე დაებლოკათ უკრაინის ევროპაში და დასავლეთში მეტად ინტეგრაციის გულწრფელი სურვილი. მოკლედ რომ ითქვას, რუსეთი წლების მანძილზე მუშაობდა უკრაინის დასუსტებაზე და მას სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევდა.

2014 წელს უკრაინელმა ხალხმა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აიძულა პოსტი დაეტოვებინა, რადგან მან უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე და სანაცვლოდ პირი რუსეთისკენ იბრუნა. შედეგად, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია განახორციელა. ამის შემდეგ ის ასევე შეეცადა, რომ „სეპარატისტული“ ამბოხების ნიღბით, კონტროლი მოეპოვებინა უკრაინის ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონებზე.

„უკრაინაში ხალხი არსად არ არის თავისუფალი რუსეთის მავნებლური ქმედებებისგან“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, „მოსკოვი ცდილობდა ძირი გამოეთხარა უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის; ერეოდა უკრაინის პოლიტიკაში და არჩევნებში; ბლოკავდა ენერგიას და ვაჭრობას, უკრაინის ლიდერებზე წნეხის და მის მოქალაქეებზე ზეწოლის მიზნით; უნდობლობის დასათესად, იყენებდა პროპაგანდას და დეზინფორმაციას; კიბერ-იერიშები მიჰქონდა ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის დესტაბილიზაციის კამპანია დაუნდობელი იყო“.

ასი ათასი რუსი ჯარისკაცის მობილიზაციით უკრაინის საზღვრებთან, როგორც რუსეთის, ისე რუსეთის ახლო მოკავშირის, ბელარუსის მხრიდან, „რუსეთი მზადაა კიდევ უფრო შორს წავიდეს” - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ბლინკენის თქმით, „რუსეთი თავის ქმედებებს იმით ამართლებს, რომ უკრაინა როგორღაც მის უსაფრთხოებას ემუქრება. რეალობა კი სხვაგვარია. ვისი ჯარი დგას ვის გარშემო? რომელმა ქვეყანამ დაიპყრო ძალის გამოყენებით რომლის ტერიტორია? ვისი არმიაა ბევრჯერ უფრო დიდი მეორეზე? რომელ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი? უკრაინა არ არის აქ აგრესორი, უკრაინა მხოლოდ გადარჩენას ცდილობს“.

„საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების წამყვანი პრინციპები... რომლებიც ორი მსოფლიო ომის და ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, უარყოფს ერთი ქვეყნის მიერ მეორისთვის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლას; საკუთარი პოლიტიკის და არჩევანის კარნახს, მათ შორის იმის, თუ ვისთან სურს მას ასოცირება; ან გავლენის სფეროების თავზე მოხვევას, სუვერენული მეზობლების სურვილის წინააღმდეგ“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ენტონი ბლინკენის თქმით, „ეს არ ეხება მხოლოდ [რუსეთის უკრაინაში] სავარაუდო შეჭრას და ომს. არამედ, ეხება იმას, აქვს თუ არა უკრაინას უფლება იარსებოს, როგორც სუვერენულმა ერმა. ეხება იმას, აქვს თუ არა უკრაინას უფლება, იყოს დემოკრატიული“.

XS
SM
MD
LG