Accessibility links

Breaking News

დროა რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია დაასრულოს


რუსეთის სამხედრო წვრთნა ყირიმის სანაპიროსთან
რუსეთის სამხედრო წვრთნა ყირიმის სანაპიროსთან

რუსეთის ყირიმში შეჭრიდან და დაპყრობიდან 7 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნად, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ელემენტარული ჭეშმარიტება: ყირიმი უკრაინაა.

„რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის და მზარდი მილიტარიზაციის შედეგები უკრაინის საზღვრებს ბევრად სცდება, უქმნის რა საშიშროებას საერთო უსაფრთხოებას მსოფლიოში“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მართლაც, ოკუპაცია მნიშვნელოვანი ადამიანური საზღაურის ფასად მოდის. რუსეთის ოკუპაციის მმართველებმა გააგრძელეს რეპრესიების სასტიკი კამპანია ყირიმელი თათრების, ეთნიკური უკრაინელების და სხვა რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობათა ჯგუფების წინააღმდეგ.

რუსულმა ხელისუფლებამ მოაწყო რეიდები მეჩეთებში და სახლებში, განდევნა ნახევარკუნძულიდან დამოუკიდებული მედია და ჩამოარიგა გრძელვადიანი პატიმრობის განაჩენები მათთვის, ვინც ოკუპაციის წინააღმდეგ ხმის ამოღებას ბედავდა. რუსეთის რეპრესიები ყირიმის მოსახლეობას მუდმივი შიშის რეჟიმში აცხოვრებს და თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

ენტონი ბლინკენმა „მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ დაასრულოს ყირიმის ოკუპაცია, გაათავისუფლოს ყველა უკრაინელი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც უსამართლოდ ჰყავს დაკავებული და დაუბრუნოს უკრაინას სრული კონტროლი ნახევარკუნძულზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე მოუწოდა რუსეთს „წერტილი დაუსვას მის აგრესიას აღმოსავლეთ უკრაინაში“.

შეერთებული შტატები რუსეთს, ყურიმის დაპყრობისთვის და აღმოსავლეთ უკრაინაში გამოჩენილი აგრესიისთვის, სანქციებს უწესებს. სანქციები ძალაში რჩება მანამ, სანამ რუსეთი საკუთარ კურსს არ შეცვლის - აღნიშნავს ხაზგასმით სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. შეერთებული შტატები არც ახლა და არც მომავალში, არასდროს არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის აშკარა ანექსიას.

შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინის ახალ ინიციატივას „ყირიმის პლატფორმა“. ის მიზნად ისახავს ყირიმის ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტურობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებზე პასუხს, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ადამიანის უფლებათა შემდგომი დარღვევების აღკვეთას, ოკუპაციური ძალების მსხვერპლის დაცვას, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დასრულებას და ნახევარკუნძულზე უკრაინის კონტროლის სრულად აღადგენას. „ყირიმის პლატფორმა“ სტარტს ოფიციალურად კიევში, 2021 წლის 23 აგვისტოს დაგეგმილ, საინაუგურაციო სამიტზე აიღებს.

შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის უკრაინასთან და მის მოკავშირეებთან, თუ პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელებას, რათა დაასრულოს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია და მისი აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG