Accessibility links

Breaking News

ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე - 2022


ბერლინის ჰოლოკოსტის მემორიალი
ბერლინის ჰოლოკოსტის მემორიალი

27 იანვარს ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეა, დღე, როცა 1945 წელს აუშვიცი-ბირკენაუს საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი გაათავისუფლეს. ეს დღე შესაძლებლობაა პატივი მივაგოთ მილიონობით გარდაცვლილ ებრაელს, რომლებიც გერმანელმა ნაცისტებმა და მათმა თანამზრახველებმა ამოხოცეს. მიუხედავად დაპირებებისა და სიფხიზლისა, რომ მსგავსი ტრაგედიის განმეორება არასდროს ყოფილიყო შესაძლებელი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გენოციდის სასტიკი ფაქტები განმეორდა კამბოჯაში, რუანდაში, ბოსნიაში, დარფურში, სინძიანსა და ე. წ. “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

1948 წლის კონვენცია გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და სასჯელის შესახებ, პირველი იურიდიული ინსტრუმენტი იყო, რომელმაც გენოციდის დანაშაულად კოდიფიცირება მოახდინა. ის გენოციდს განსაზღვრავს, როგორც კონკრეტული მოქმედებების ერთობლიობას რომელიც მიზნად ისახავს ნაწილობრივ ან სრულად ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი ჯგუფის განადგურებას. კონვენცია ხუთ ასეთ აქტს აღიარებს გენოციდადად: ამა თუ იმ ჯგუფის წევრების მკვლელობა, ზომების დაწესება შობადობის პრევენციის მიზნით და ჯგუფის წევრთა ბავშვების ძალადობრივად გადაცემა, შეთქმულების, თანამონაწილეების კრიმინალიზაცია, გენოციდის ჩადენის მცდელობა ან შეგულიანება.

ჰოლოკოსტი, როგორც გენოციდი, მიემართება კონკრეტულად ევროპელი ებრაელების განადგურების მცდელობის ფაქტებს ნაცისტური გერმანიის ან მისი მოკავშირეების მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ გენოციდი ემთხვევა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, მისი ფესვები 1930- იან წლებამდე მიდის, როცა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლით, მათ პოლიტიკურ მტრებს და არსებითად მათივე წარმოსახვაში, ყველა დაბალი რანგის წარმომადგენელს შეუტიეს. მათ 1930-იანი წლების განმავლობაში ბევრი ზომა მიიღეს გერმანულ საზოგადოებაში, რაც შესაძლებელს ხდიდა გერმანელების და სხვა ჯგუფების მარგინალიზაციას. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, გერმანიაში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა კიდევ უფრო გახშირდა. 1941 წელს კი საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შედეგად, დაიწყო ებრაელი მოსახლეობის დევნა აღმოსავლეთ ევროპაში. 1942 წლის დაწყებისანვე, ნაცისტურმა მთავრობამ ოფიციალური სახე მისცა მათივე ე.წ “საბოლოო გადაწყვეტილების” სახელმწიფო პოლიტიკად გატარებას: ეს იყო მოსახლეობის ერთი კონკრეტული სეგმენტის სისტემური განადგურების სახელმწიფო პოლიტიკა.

ეს [პროცესი] მეორე მსოფლიო ომის ნაწილი იყო, თუმცა იმავდროულად - ფაშისტების ომის ძალისხმევისგან დამოუკიდებელი. მართლაც, “საბოლოო გადაწყვეტილება” პირველ რიგში ანაცვლებდა საომარ ძალისხმევას: ადამიანური რესურების და მასალის სასოწარკვეთილად საჭიროების პირობებშიც კი, არ ხდებოდა ამ რესურსების გადანაწილება “სიკვდილის ბანაკებიდან”. “საბოლოო გადაწყვეტილების” შედეგად, 6 მილიონი ებრაელი გამოასალმეს სიცოცხლეს. “ბოროტება დიდი მასშტაბით შესაძლოა მოხდეს და ხდება, თუმცა გვმართებს ყველაფერი გავაკეთოთ ამის შესაჩერებლად” - თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. “ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი სიმართლე ვთქვათ წარსულზე, ფაქტები დავიცვათ, როცა სხვები ცდილობენ დაამახინჯონ ან გააუბრალოონ ჰოლოკოსტის დანაშაულებანი და დავადგინოთ სიმართლე მსხვერპლისთვის და მათი ოჯახებისთვის”.

XS
SM
MD
LG