Accessibility links

Breaking News

ბელარუსში ოპოზიციის ლიდერებს იტაცებენ


9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, რომელიც ავტორიტარი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახალი თაღლითური არჩევით დასრულდა, ბელარუსში პოლიტიკური არეულობა გრძელდება. ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციის წევრებმა ეროვნული საკოორდინაციო საბჭო შექმნეს, რათა ბელარუსის ოფიციალურ წევრებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ასევე ძალაუფლების გადაცემაზე მოელაპარაკონ. კეთილგონივრულობის გამოჩენის ნაცვლად, ლუკაშენკოს რეჟიმმა საბჭოს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება დაიწყო და მისი წევრები დააკავა, გაიტაცა, ან აიძულა ქვეყნიდან წასულიყვნენ.

შეერთებული შტატები უდავოდ ღრმად შეაშფოთა მინსკში, 7 სექტემბერს, ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს წევრის, მარია კალესნიკოვას გატაცებამ. ასევე - 8 სექტემბერს პრესსპიკერის ანტონ როდნენკოს და აღმასრულებელი მდივნის ივან კრავცოს ქვეყნიდან ძალადობრივად გაგდებამ, თუ მომდევნო დღეს მაქსიმ ზნაკის, ასევე ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს წევრის, დაპატიმრებამ.

შეერთებული შტატები მიესალმება ქალბატონი კალესნიკოვას სიმამაცეს და ბელარუსი ხალხის მხრიდან ქვეყნის ლიდერის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით არჩევის უფლების, მშვიდობიან და შეუპოვარ პრაქტიკას. დემონსტრანტები მთავრობის ოფიციალური პირებისგან სასტიკ ძალადობას გადააწყდნენ, რომელიც დღისით მოურიდებელ ცემას, ათასობით ადამიანის დაკავებას და გატაცებების მზარდ რაოდენობას მოიცავდა.

პირველი სექტემბრის შემდეგ, უნივერსიტეტის სტუდენტები სათხილამურო ნიღბებიანი, შავებში გადაცმული უსაფრთხოების ძალების ძალადობრივი ჩხრეკის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. მათ შორის ბევრი ქუჩებიდან გაიტაცეს და ამოუცნობი მიკროავტობუსებით გაიტაცეს.

შეერთებული შტატები პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით, ანგარიშვალდებულების სტიმულირების მიზნით, ბელარუსში ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ დამატებით, მიზნობრივ სანქციებს განიხილავს. „ჩვენ შევახსენებთ ბელარუს ოფიციალურ პირებს მათი პასუხისმგებლობის თაობაზე, რომ უზრუნველყონ ქალბატონი კალესნიკოვას და სხვა უსამართლოდ დაკავებულთა უსაფრთხოება“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

„ჩვენ ბელარუს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაასრულოს ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, გაათავისუფლოს ყველა, ვინც უსამართლოდ დააკავეს, მათ შორის შეერთებული შტატების მოქალაქე ვიტალი შკლიაროვი, და ჩაერთოს ბელარუსი ხალხის ნამდვილ წარმომადგენლებთან შინაარსიან დიალოგში“ - ამბობს მდივანი პომპეო.

XS
SM
MD
LG