უკრაინაში ჰუმანიტარული პრობლემები ღრმავდება

უკრაინელი მეხანძრეები რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ, ქ. ჟიტომირში აფეთქებულ თერმულ სადგურზე გაჩენილ ცეცხლს აქრობენ. უკრაინა, 18 ოქტომბერი, 2022 წ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ჰუმანიტარული უბედურება გამოიწვია. უკრაინიდან 7.7 მილიონზე მეტი ადამიანი ევროპის 40 ქვეყანაში ლტოლვილად ცხოვრობს და 6 მილიონზე მეტი, უკრაინის შიგნით არის ადგილნაცვალი. ეს მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედია, რომელსაც შინ წასვლა არ შეუძლია. კიდევ ასობით ათასი, „ფილტრაციის“ ოპერაციების გავლით, რუსეთში ძალით გადაასახლეს. მოსახლეობის თითქმის ნახევარს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება და ზამთარი კარს არის მომდგარი. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ რუსული ძალები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ჰუმანიტარულ ინფრასტრუქტურას განახლებული სიმძლავრით ურტყამს.

გაეროს შეფასებით, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად 4.3 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო. თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა მხარი დაეჭირა სურსათით და ფულადი სახსრებით დახმარებისთვის - წყლის, დასუფთავების, ჯანდაცვის, დაცვის და სხვა სასიცოცხლო დახმარებისთვის. „ქვეყნებს დაჟინებით მოვუწოდებთ დაეხმარონ გაეროს ამ მიზნების მიღწევაში იმ დროს, როდესაც უკრაინის ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას ვაგრძელებთ“, თქვა ჯეფრი დელაურენტისმა, გაეროში სპეციალური პოლიტიკური საქმეების საკითხებში აშშ-ის უფროსმა მრჩეველმა.

SEE ALSO: ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი და ლუჰანსკი უკრაინაა

თებერვალში,უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან, რუსეთმა უშიშროების საბჭოს მიმართ უპატივცემულობა აჩვენა. ეს გრძელდება მტკიცებულებებით, რომ აგვისტოდან და გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის დარღვევით, ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა. შემდეგ, ირანული წარმოშობის ეს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინელი სამოქალაქო მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მრავალგზის გამოიყენეს. ამ უპილოტო საფრენი აპარატების უკრაინაში ამოღებული და ადვილად ამოსაცნობი ნარჩენების გარდა, არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი მნიშნელოვანი დოკუმენტაცია, ფოტოების და ვიდეოს ჩათვლით, რომელიც ამ უპილოტო საფრენი აპარატების უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას აჩვენებს.

ელჩმა დელაურენტისმა გაეროს დაჟინებით მოუწოდა „გაეროს უშიშროების საბჭოს, ნებისმიერი დარღვევა გამოიძიოს“.

ომის გავლენის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უქონლობის ზრდა. „ჩვენ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ძალისხმევის დაცვა და მის განახლებაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ,“ განაცხადა ელჩმა დელაურენტისმა. ამ ინიციატივის ფარგლებში, უკრაინის პორტები 9.8 მილიონი ტონა მარცვლეულით და სხვა სურსათით დატვირთულმა 400-მა გემმა დატოვა. როგორც გაერომ აღნიშნა, ინიციატივა ბაზრების დამშვიდებას და სურსათზე ფასის ინფლაციის შეზღუდვას დაეხმარა.

ელჩმა დელაურენტისმა უშიშროების საბჭოს ყველა წევრს უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბრისკენ მოუწოდა: „თუ ქალები მნიშვნელოვანია, რუსეთს დაჟინებით მოსთხოვეთ ზარბაზნები ჩააჩუმოს. თუ ბავშვებია მნიშვნელოვანი, რუსეთს სთხოვეთ თავისი ძალები გაიყვანოს. თუ გაეროს ქარტიას აქვს მნიშვნელობა, მოუწოდეთ რუსეთს პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. დიპლომატიისთვის ბუნდოვანი მოწოდებები მხოლოდ იმას აკეთებს, რომ რუსეთს ხელებს უხსნის იმ დროს, როდესაც [ის] მეტ სისასტიკეს სჩადის“.