შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამამ, სახელად ჯილდო სამართლისთვის, დააწესა ფულადი ჯილდო ისეთი ინფორმაციისთვის, რომელიც წარმოშობით რუს ჰაკერს, ევგენი ვიქტორის ძე გლადკიხს ეხება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პროგრამას ჯილდო სამართლისთვის (RFJ), სიაში შეჰყავს კონკრეტული კიბერ-მოთამაშე ამერიკის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შეჭრის გამო და მასზე ინფორმაციის მიწოდებისთვის, მსურველებს ფულად ჯილდოს სთავაზობს.
პროგრამის ადმინისტრატორია დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახური. 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოა დაწესებული ინფორმაციისთვის, რომელიც მათ გლადკიხის, ან მისი ისეთი თანამზრახველის ადგილმდებარეობაზე გაიყვანს, რომელიც უცხოეთის მთავრობის დირექტივით, ან მისი კონტროლის ქვეშ, ხელს უწყობდა ან აქეზებდა გლადკიხს კომპიუტერული დანაშაულის ჩადენაში. ეს შესაძლოა მოიცავდეს თანამონაწილეობას დანაშაულში, რომელიც გულისხმობს მავნებლურ კიბერ-აქტივობას შეერთებული შტატების კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
SEE ALSO: უსაფრთხო ციფრული ეკოსისტემების დაწინაურება2017 წლის მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში, გლადკიხმა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კვლევითი ორგანიზაციის კომპიუტერული პროგრამისტია, თანამზრახველებთან ერთად, შეაღწია ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ მდებარე ინფორმაციის გადამუშავების ბაზაზე. მან იქ ჩააყენა მავნე პროგრამა, რომელიც საგანგებოდაა შექმნილი იმისთვის, რომ კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემებს ფუნქციონირების საშუალება არ მისცეს. 2018 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში, თანამზრახველებთან ერთად, მან შეისწავლა მსგავსი საინფორმაციო ბაზები შეერთებულ შტატებში, რომელთა მფლობელია ამერიკული კომპანია და მათი კომპიუტერული სისტემების გატეხვა წარუმატებლად სცადა.
გლადკიხმა აღნიშნული ბოროტმოქმედება, მავნებლური კომპიუტერული თავდასხმის ოპერაციებით ჩაიდინა მაშინ, როცა ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, ქიმიის და მექანიკის მთავარ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, გამოყენებითი პრაქტიკის ცენტრში. ეს ოპერაციები მან სხვა თანამზრახველებთან ერთად განახორციელა.
ჯილდოს შესახებ საჭირო ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ პროგრამის ვებგვერდს: https://rewardsforjustice.net/
მათ, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ევგენი ვიქტორის ძე გლადკიხზე და მის მიერ ჩადენილ კიბერ-დანაშაულზე, მოვუწოდებთ, დაუკავშირდეს ჯილდო დანაშაულისთვის პროგრამის მიერ შექმნილ არხზე, სადაც მსგავსი ცნობების მიწოდება ხდება: he5dybnt7sr6cm32xt77pazmtm65flqy6irivtflruqfc5ep7eiodiad.onion.
დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე ეწვიეთ ვებგვერდს: https://rewardsforjustice.net/tor-best-practices/
ჯილდო სამართლისთვის 1984 წელს დაფუძნდა. დაარსების დღიდან, პროგრამამ მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ადამიანს 200 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გადაუხადა ინფორმაციისთვის, რომელთა საშუალებითაც მოხდა ტერორიზმის აღკვეთა, ტერორისტი ლიდერების პასუხისგებაში მიცემა და შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების განეიტრალება.