Accessibility links

Breaking News

აშშ და დიდი შვიდეული იძულებითი შრომის, კიბერსაფრთხეების და კორუფციის წინააღმდეგ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (მარცხნივ)
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარჯვნივ) და ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (მარცხნივ)

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი შვიდეულის დემოკრატიულ სახელმწიფოთა ჯგუფმა განაცხადეს, რომ დაიწყებენ ბრძოლას გლობალური მომარაგების ქსელებში იძულებითი შრომის გამოყენების წინააღმდეგ, ასევე იბრძოლებენ კიბერთავდამსხმელთა მიერ გამოსასყიდის მოთხოვნის პრაქტიკასთან და კორუფციის პრობლემასთან.

შეერთებული შტატები და დიდი შვიდეულის პარტნიორები ღრმად არიან შეშფოთებულნი გლობალური მომარაგების ქსელებში სხვადასხვა სახის იძულებითი შრომის გამოყენების გამო. ეს ისეთ მგრძნობიარე ჯგუფებში ხდება, როგორიცაა მაგალითად უიღურები და სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები შანხაიში, ჩინეთი. სოფლის მეურნეობის, მზის ენერგიის, სამკერვალო და სხვა სექტორების მთავარი მიმწოდებელი ქსელი სინძიანში (ჩინეთის უიღურთა ავტონომიაში) მდებარეობს. მსოფლიოს ლიდერები თანხმდებიან, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის მათი დაცვა იძულებითი შრომისგან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან ერთად, დიდი შვიდეულის ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ ერთხმად უპასუხებენ კიბერმოიერიშეთა მიერ გამოსასყიდის მოთხოვნის კრიმინალურ ქმედებებს. მნიშვნელოვანი კიბერთავდასხმები ხდება როგორც დიდი შვიდეულის ბევრ წევრ ქვეყანაზე, ისე სხვა სახელმწიფოებზეც, მათ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საწარმოებზე, ელექტრონიკის კომპანიებზე და საავადმყოფოებზე. საერთაშორისო კიბერდანაშაულებრივი კომპანიების დასაყრდენი ინფრასტრუქტურა კრიპტოვალუტა და ფულის გათეთრების ქსელებია, მათი მსხვერპლი კი მსოფლიოს ნებისმიერი ორგანიზაცია შეიძლება იყოს. როგორც მთავრობებმა, ისე კერძო სექტორმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა ამ საფრთხეებს გაუმკლავდეს.

მეტიც, მავნე კიბერაქტივობა გამოძიებული უნდა იყოს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და უნდა მომზადდეს კოლექტიური კიბერთავდაცვა. ქვეყნებმა ინდივიდუალურ დონეზეც უნდა გასცენ პასუხი საკუთარ საზღვრებში მოქმედ დანაშაულებრივ ქმედებებს.

დიდი შვიდეული ასევე შეთანხმდა იმაზე, რომ ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგმება კორუფციასთან ბრძოლაშიც. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახლახან განაცხადა, რომ კორუფციის შემცირება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ასევე გამოიცა მემორანდუმი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც კორუფციის დამარცხებას ეფუძნება. კორუფცია აზიანებს საზოგადოებრივ ნდობას, ამცირებს მთავრობას ეფექტურობას, ფლანგავს საჯარო რესურსებს, ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების საძირკველს, ზრდის ეკონომიკის დანახარჯებს და მოქალაქეებისთვის ფუნდამენტურად უსამართლოა.

დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად, შეერთებული შტატები ასევე წინ აღუდგება ფიქტიური კომპანიების გამოყენებას, შეზღუდავს ცუდი მოთამაშეების მიერ უძრავი ქონების შეძენის გზით ფულის გათეთრების მცდელობებს, გააუმჯობესებს კორუფციასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას და უცხოეთის ქვეყნებისთვის გაწეულ დახმარებას გარდაქმნის ისე, რომ ფოკუსი ანტიკორუფციულ და ეფექტურ პრიორიტეტებზე იქნება. შეერთებული შტატები მიესალმება დიდი შვიდეულის დაპირებას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, „ამერიკა მსოფლიოს ლიდერობის საქმეს დაუბრუნდა იმ ქვეყნებთან ერთად, ვინც ჩვენს ყველაზე ღირებულ ფასეულობებს იზიარებს“.

XS
SM
MD
LG