საქართველოს პარლამენტმა, რომელშიც უმრავლესობას პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს, მიმდინარე წლის 28 მაისს მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც დაფინანსების მინიმუმ 20 პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებენ, კანონი სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას ითხოვს. მათ ასევე უნდა განაცხადონ, რომ „უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ატარებენ“.
განხილვის დღეებში, კანონმა, რომელსაც ბევრი საქართველოში “რუსულ კანონს” უწოდებს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, უდიდესი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ხელისუფლებამ ამ პროტესტს არაპროპორციული, გადაჭარბებული ძალით უპასუხა.
მაშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა იმ პირებს, ვინც საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში მონაწილეობდა.
16 სექტემბერს კი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის კიდევ ორ თანამდებობის პირს. მათ სანქციები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის წინააღმდეგ გამართულ, მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებზე ძალადობრივი რეაგირებისას, ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მონაწილეობის გამო დაუწესდათ. ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის სანქციებში ასევე მოყვა ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორი ლიდერი.
SEE ALSO: სად დგას საქართველო და მოლდოვაზვიად “ხარება” ხარაზიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია. საპროტესტო აქციების დროს, ის და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური ზედამხედველობდნენ ქვედანაყოფებს, რომლებმაც ძალადობრივად ამოიღეს სამიზნეში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს.
კონსტანტინე მორგოშია მედიაკომპანია “ალტ-ინფოს” დამფუძნებელია, რომელიც მან დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და მარგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ მუქარისა და სიძულვილის ენის გასავრცელებლად გამოიყენა. 2021 წლის ივლისში და 2023 წელს, მან მოუწოდა ძალადობრივი თავდასხმისკენ მარგინალიზებულ თემთა წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად იყენებდნენ გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ის წინ უძღოდა ასობით მიმდევარს, როცა ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში შეჭრნენ, ან თავს ესხმოდნენ შემთხვევის ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და პოლიციის ოფიცრებს.
ზურაბ მახარაძეც “ალტ-ინფოსთან” ასოცირებული მედია-პერსონაა. ის ინტერნეტით უშუალოდ მოუწოდებდა და ახალისებდა ძალადობას უმცირესობათა ჯგუფებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, მარგინალიზებულ თემებზე მომხდარი ძალადობრივი თავდასხმების წინ. ის ეხმარებოდა 2021 და 2023 წლებში მომხდარი, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ძალადობის ფაქტების ორგანიზებას, მართვასა და ამისთვის სახსრების მოძიებას.
ოთხივე სანქცირებულია 13818-ე აღმასრულებელი განკარგულებით, რომელიც მთელ მსოფლიოში სამიზნეში იღებს ადამიანის უფლებების სერიოზულ დამრღვევებს და კორუფციაში მონაწილე დამნაშავეებს.
„დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას, საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგებისა და მთავარი მოქმედი პირების მცდელობათა მიმართ, გამოიყენონ ძალადობა და დაშინება თავიანთი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ბრედლი სმითმა, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა. „შეერთებული შტატები კვლავაც ერთგულია მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისადმი, ვინც ქართველი ხალხის უფლებების შელახვას ცდილობს”.