შეერთებული შტატები ღრმადაა შეშფოთებული ბოლოდროინდელი ცნობების გამო, სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე თავდასხმების თაობაზე. „როგორც დიდი ხანია ნათლად გამოვხატავთ,“ თქვა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, „კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა ვერ ექნება.“ 15 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადებასთან დაკავშირებით, მან თქვა: „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას მივესალმებით და მის გასამყარებლად მხარეებთან მუშაობას გავაგრძელებთ. შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება.“
სამხრეთ კავკასიაში რეგიონული მშვიდობის და თანამშრომლობის ხელშეწყობის ძალისხმევისთვის, შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ $2 მილიონი გამოყო, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის შემოდგომაზე ბრძოლების ადგილებში ჰუმანიტარულ განნაღმვას მოხმარდება. კონფლიქტის ზონაში, მიწაში დაფლული ნაღმები და აუფეთქებელი საბრძოლო მასალები იქ სამოქალაქო პირებს კვლავ კლავს და ასახიჩრებს, ბლოკავს ეკონომიკურ განვითარებას და აფერხებს ადგილნაცვალი თემების უსაფრთხო დაბრუნებას.
SEE ALSO: ნაღმები საფრთხეს წარმოადგენს ახლაც და მომავალშიცაზერბაიჯანს და სომხეთს შორის ბრძოლის ბოლო სერიოზული რაუნდი 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და 6 კვირა გაგრძელდა. თუმცა, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი ათწლეულებს ითვლის. მის ეპიცენტრშია მეტწილად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილადაა აღიარებული. 2020 წლის ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა იმ ტერიტორიების მეტ ნაწილზე კონტროლი, რომელიც 1990-იან წლებში, სომხეთის და მთიანი ყარაბაღის ძალებთან წინა ბრძოლებში დაკარგა.
2020 წლის ომმა 6 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. მან ასევე ათობით ათას ადამიანს გადაადგილება აიძულა, თუმცა ბევრი შემდეგ ისევ დაბრუნდა. აზერბაიჯანის მთავრობა აგრძელებს მცდელობებს, გადაჭრას ასობით ათასი ადამიანის შინ დაბრუნების საკითხი, რომლებიც 1990-იანებში კონფლიქტის ზონიდან იძულებით წავიდნენ.
აშშ-ის კონგრესის კვლევის სამსახურის 2021 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის ომმა მთიანი ყარაბაღის სადავო პოლიტიკური სტატუსის საკითხი არ გადაჭრა და თავდაყირა დააყენა კონფლიქტის მოგვარების ხანგრძლივი საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც 1990-იანების ომის შემდეგ წარმოიშვა.
არის იმედი, რომ განნაღმვის დამატებითი ფონდი, თავდაპირველ $500 000-თან ერთად, რომლის შესახებაც 2021 წლის ნოემბერში გამოცხადდა, დაეხმარება გამნაღმველი ორგანიზაციების ტექნიკურ შესაძლებლობებს, იმას, რომ გააუვნებელყონ სიცოცხლისთვის საშიში მიწაში დაფლული ნაღმები და აუფეთქებელი საბრძოლო მასალები, რათა ადამიანებმა ცხოვრება უსაფრთხოდ განაახლონ. სამხრეთ კავკასიაში განახლებულმა საბრძოლო მოქმედებებმა ეს ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენა.
შეერთებული შტატები ჩვეულებრივი შეიარაღების განადგურების საქმის უდიდესი ფინანსური მხარდამჭერია. ვაშინგტონმა 1993 წლიდან 100-ზე მეტ ქვეყანაში $4,7 მილიარდზე მეტი ჩადო, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას იმ საშიშროებებზე რეაგირებით, რასაც მიწაში ჩამარხული ნაღმები და აუფეთქებელი საბრძოლო მასალები უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.