Accessibility links

Breaking News

ბლინკენი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესახებ


ენტონი ბლინკენი მიმართავს გაეროში გამართულ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების კონფერენციას. 1 აგვისტო, 2022 წ.
ენტონი ბლინკენი მიმართავს გაეროში გამართულ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების კონფერენციას. 1 აგვისტო, 2022 წ.

ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის წინ, ცივი ომის პიკის დროს, 18 ქვეყნის წარმომადგენლებმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) მონახაზი შეადგინეს. მომდევნო წლებში ხელშეკრულებას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეუერთდა.

მან მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახადა, რადგან ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა გადადგეს ნაბიჯები საკუთარი მარაგების შემცირებისკენ. თუმცა, ხელშეკრულება მზარდი დაძაბულობის ქვეშაა, თქვა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სიტყვაში, რომელიც მან გაეროში, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების კონფერენციაზე წარმოთქვა. მან აღნიშნა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი უკანონო ბირთვული პროგრამის გაფართოებას აგრძელებს, და აგრძელებს რეგიონის წინააღმდეგ თავის მიმდინარე პროვოკაციებს.

ირანიც ბირთვული ესკალაციის გზაზე რჩება. მიუხედავად მისი საჯარო განცხადებისა, რომ უპირატესობას მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმაში (JCPOA) დაბრუნებას ანიჭებს, მარტის შემდეგ ირანს ასეთი შეთანხმების მიღება არ სურს. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაადასტურა, რომ „JCPOA-ში დაბრუნება შეერთებული შტატებისთვის, ირანისთვის და მსოფლიოსთვის კვლავ საუკეთესო გამოსავალია“.

რუსეთის მიმდინარე აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ, საერთაშორისო კანონმდებლობის უბოდიშო დარღვევაა, მაგრამ მისი ქმედებები ასევე არღვევს რუსეთის მიერ უკრაინისთვის ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმით მიცემულ გარანტიებს. მემორანდუმის პირობების თანახმად, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაში უკრაინის მიერთებას და საკუთარი ტერიტორიიდან ყველა ბირთვული შეიარაღების მოცილების ვალდებულებას მიესალმა, რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ვალდებულება იკისრა. ეს აჟღერებს ყველაზე უარეს შესაძლო გზავნილს მსოფლიოს ქვეყნებისთვის, რომლებმაც შეიძლება იფიქრონ, რომ საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, მათ ბირთვული იარაღი ესაჭიროებათ.

„ჩვენს მსოფლიოში არ აქვს ადგილი ბირთვულ შეკავებას, რომელიც ძალდატანებას, დაშინებას ან შანტაჟს ეფუძნება,“ აღნიშნა ბლინკენმა.

„გაერთიანებულ სამეფოსთან და საფრანგეთთან ერთად, ჩვენ გამოვაქვეყნეთ პრინციპების და საუკეთესო გამოცდილების ნუსხა, რომელსაც გაუვრცელებლობის შეთანხმებაში მონაწილე, პასუხისმგებლობის მქონე ყველა ბირთვული სახელმწიფო უნდა ითავისებდეს. მათ შორის არის ის, რომ ყველა ძალისხმევა უნდა მიემართოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბირთვული იარაღი აღარასდროს იქნას გამოყენებული.

შეერთებული შტატები მზად არის თავიდან აირიდოს ძვირადღირებული გამალებული შეიარაღება და ხელი შეუწყოს იარაღის კონტროლის ღონისძიებებს, სადაც კი ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ბაიდენი მოელაპარაკა რუსეთს, რომ ახალი „სტარტის“ შეთანხმება (START) 2026 წლამდე გაგრძელებულიყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ ჩარჩო-ხელშეკრულების მოლაპარაკებისადმი მზადყოფნა, რომელიც ახალ „სტარტს“ ჩაანაცვლებს.

შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის ფუნდამენტური როლი მდგომარეობს ბირთვული თავდასხმის შეკავებაში შეერთებულ შტატებზე, მის მოკავშირეებზე და პარტნიორებზე. შეერთებული შტატები ასეთი იარაღის გამოყენების საკითხს მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში, საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად განიხილავს“ - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

XS
SM
MD
LG