Accessibility links

Breaking News

რუსეთს და ირანს შორის ურთიერთობა ღრმავდება


ვლადიმირ პუტინის (მარჯვნივ) და აიათოლა ალი ხამენეის (მარცხნივ) შეხვედრა თეირანში. ირანი, 19 ივლისი, 2022 წ.

ირანის მთავრობა ასეულობით დრონს ამზადებს რუსეთისთვის გადასაცემად. მათ შორის ისეთებიც იქნება, რომელთა გამოყენება უკრაინაში საომარ ირაღად შეიძლება - უთხრა ვაშინგტონში შეკრებილ ჟურნალისტებს ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

„რუსეთი უკრაინელების დასახოცად, აღრმავებს ალიანსს ირანთან. ეს ისეთი რამაა, რასაც ყურადღება მთელმა მსოფლიომ უნდა მიაქციოს და ღრმა საფრთხედ აღიქვას“ - განაცხადა მან.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება სახეზე იყო ახლახან თეირანში გამართულ შეხვედრაზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირანის უზენაეს სასულიერო ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა. გარდა იმისა, რომ მათ განცხადება გააკეთეს ნავთობის და გაზის მიმართულებით $40 მილიარდის მოცულობის შეთანხმებაზე, უზენაესმა ლიდერმა პუტინს მხარდაჭერა აღუთქვა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, განაცხადა რა, რომ რუსეთი ნატოსგან თავდასაცავად, იძულებული შეიქნა, ეს ნაბიჯი გადაედგა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, „აღმაშფოთებელი“ იყო იმის მოსმენა, თუ როგორ „უჭერდა მხარს უკრაინაზე პუტინის სასტიკ თავდასხმას“ ირანის უზენაესი ლიდერი. და ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც ის წარსულში მორგებული ნეიტრალიტეტის ნიღბის შენარჩუნებას ცდილობდა. „ახლა აშკარა გახდა, რომ ეს ყოველივე ცარიელი სიტყვები იყო. ირანმა დაიკავა ადგილი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებიც ნეიტრალიტეტით მხოლოდ ნიღბავდნენ მათ მიერ პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერას უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წარმოებულ ომში“ - აცხადებს ნედ პრაისი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ასევე აშკარაა, რომ ირანი რუსეთთან გუნდურ თამაშს იმიტომ ირჩევს, რომ ორივე სახელმწიფო მსოფლიოსგან თანდათან უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა. თუმცა, რუსეთისკენ შეტრიალება ირანს არც ესაჭიროება და არც უპირატესობას აძლევს.

„ირანს აქვს არჩევანი“ - აღნიშნავს პრაისი, „მას შეუძლია გააგრძელოს იყოს შედარებით დამოკიდებული რუსეთისნაირ ქვეყანაზე, რომელიც... არ არის საიმედო, დასაყრდნობი პარტნიორი არცერთი სახელმწიფოსთვის დედამიწაზე. ან მას შეუძლია აირჩიოს დიპლომატიის გზა - გზა, რომლის საშუალებითაც მას შეეძლება მიაღწიოს [ბირთვულ] შეთანხმებას, რაც უკვე კარგა ხანია მოლაპარაკების მაგიდაზეა; რომლითაც მას შეეძლება ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, დღევანდლისგან არსებითად განსხვავებული ურთიერთობის, რომელმაც ის იძულებით მოაქცია პრეზიდენტ პუტინის მკლავებში“.

„ეს მლიანად ირანის ლიდერების მიერ გასაკეთებელი არჩევანია“ - განაცხადა ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში რობერტ მალიმ, შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელმა ირანთან ურთიერთობაში.

XS
SM
MD
LG