Accessibility links

Breaking News

ამერიკა გაუძღვება ბრძოლას კოვიდ-19-ის დასამარცხებლად


გეილ სმითი, კოვიდ-19-ზე გლობალური რეაგირების და ჯანდაცვის უსაფრთხოების კოორდინატორი (ცენტრში).
გეილ სმითი, კოვიდ-19-ზე გლობალური რეაგირების და ჯანდაცვის უსაფრთხოების კოორდინატორი (ცენტრში).

მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა პანდემია კოვიდ-19 ყველგან დასრულდეს. გამარჯვებისთვის კი ამ ბრძოლას შეერთებულმა შტატებმა უნდა უხელმძღვანელოს, თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„არ არსებობს მეორე სახელმწიფო დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია იმის გაკეთება, რაც ჩვენ, იქნება ეს მოწინავე ვაქცინების განვითარება, თუ მთავრობების, ბიზნესების და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება, რათა მოხდეს მასობრივი, მდგრადი ჯანდაცვის პასუხის ორგანიზება, პანდემიის სრული დამარცხების მიზნით“ - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

„კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი პანდემიის დასრულებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია მსოფლიოს დავანახოთ, თუ რა შეუძლია ამერიკის ხელმძღვანელობას და ამერიკულ შემოქმედებით გენიას“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, ამ მიმართულებით შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი:

„კონგრესმა ახლახან 11 მილიარდი დოლარით უზრუნველყო ამერიკის ინიციატივა, რომელიც კოვიდ-19-ზე გლობალური რეაგირებისთვისაა გამიზნული. ჩვენ ამას სხვადასხვა გზით გამოვიყენებთ, მათ შორის გადავარჩენთ ადამიანთა სიცოცხლეს, ვაქცინების ფართო და თანაბარი გადანაწილებით; მივაწვდით დახმარებას კოვიდის მეორადი შედეგების შესამსუბუქებლად, როგორიცაა მაგალითად, შიმშილი; დავეხმარებით ქვეყნებს პანდემიისთვის მათი მზადყოფნის გაზრდაში“.

შეერთებულმა შტატებმა, როგორც მსოფლიოს ყველაზე მსხვილმა დონორმა გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით, „კოვაქსის“ პროგრამას უკვე გადასცა 2 მილიარდი დოლარი. „კოვაქსის“ საერთაშორისო პლატფორმა დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს უსაფრთხო და ეფექტური კოვიდ-19-ის ვაქცინებს აწვდის. სხვა ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისთანავე, შეერთებული შტატები „კოვაქსს“ დამატებით $2 მილიარდს პირდება.

ამერიკამ უკვე გადასცა ვაქცინები თავის უახლოეს მეზობლებს, მექსიკას და კანადას. შეერთებული შტატები ასევე იმუშავებს გლობალურ პარტნიორებათან ერთად, რათა კოვიდ-19-ის ვაქცინა საკმარისად იყოს ყველასთვის და ყველგან.

საბოლოო ჯამში, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს რაც საჭიროა, რომ მომავალი პანდემიებისთვის მზად ვიყოთ, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა:

„ეს მოითხოვს ქვეყნებისგან ერთგულების დათქმას გამჭვირვალობისადმი, ინფორმაციის გაზიარებისადმი და რეალურ დროში საერთაშორისო ექსპერტებისთვის წვდომის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დაგვჭირდება მდგრადი მიდგომა როგორც დაფინანსების მიმართ, ისე არსებული რესურსისადმი და ანგარიშვალდებულების მიმართ, რათა ყველა ქვეყანას შეეძლოს ინფექციის შემდეგი აფეთქებისთანავე სწრაფი რეაგირება მის შესამცირებლად. და ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას სრული და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების მიზნით, რათა ვიცოდეთ, თუ რა მოხდა, როგორ დაიწყო ეპიდემია, რომ პანდემია კიდევ აღარ განმეორდეს“.

ამ მიზნების მისაღწევად, ენტონი ბლინკენმა კოვიდ-19-ზე გლობალური რეაგირების და ჯანდაცვის უსაფრთხოების კოორდინატორის პოსტზე გეილ სმიტი დაასახელა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, „ეს გადამწყვეტი მომენტია, დიდი სურათის აღქმის დრო, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის მომენტი... და შეერთებული შტატები გამოწვევას მოწოდების სიმაღლეზე შეხვდება“.

XS
SM
MD
LG