რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ზამთრის იარაღად გამოყენება აქვს განზრახული - განაცხადა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სულ უფრო მეტად მიზანში ამოღებით, რუსული ძალები ასობით ათას უკრაინელს ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში, გათბობის და ელექტროენერგის გარეშე დატოვებით ემუქრება. უკრაინელი ხალხის მსგავსი ტაქტიკისგან დაცვის ძალისხმევის ფარგლებში, უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს, პაუერმა განცხადება დამატებით 55 მილიონი დოლარის თაობაზე გააკეთა, რაც უკრაინელებს ზამთარში გათბობისთვის დაეხმარება.
პაუერმა თქვა, რომ ეს მხარდაჭერა 7 მილიონამდე უკრაინელს გაუწევს დახმარებას ამ ზამთარს, რომ მათ უკიდურესად საჭირო გათბობა მიიღონ. „ჩვენ ვიცით, რომ მეტია საჭირო და სხვა ქვეყნებთან, სხვა დონორებთან ვმუშაობთ, რათა მათ ამ ზამთარში ენერგიის, ელექტროენერგიის და გაზის ამ კრიტიკულ საკითხზე იფიქრონ“ - განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორმა.
SEE ALSO: მარცვლეულით დატვირთულმა გემებმა უკრაინა ბოლოს და ბოლოს დატოვესპაუერი შეხვდა უკრაინელ ფერმერებს, რომელთა მიწები რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული და შემდეგ გაათავისუფლეს. ფერმერებმა აღმოაჩინეს, რომ მათი სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობა ან მოპარული, ან განადგურებული იყო, მათი სავარგულები და სახლები კი - დანაღმული. პაუერი ასევე შეხვდა იმ ფერმერებს, რომლებმაც მოსავალი აიღეს და სანამ გაერო-თურქეთის შავი ზღვის შეთანხმება შედგებოდა, საკუთარი ხორბლის ქვეყნიდან გატანის აღარავითარი გზა არ გააჩნდათ. რამდენიმე თვის წინ, USAID-მა წარმოადგინა ინიციატივა „აგრი-უკრაინა“. ეს 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამაა, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს უკრაინელ ფერმერებს, სახმელეთო, სარკინიგზო და სამდინარო გზებით ქვეყნიდან მეტი მარცვლეულის გატანაში.
პროგრამა „აგრი-უკრაინა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინას კვლავ ფეხზე დადგომაში დაეხმაროს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე გამარჯვებისკენ მიისწრაფვის. უკრაინის ეკონომიკას კონფლიქტის ფორმალური დასრულების ლოდინი არ შეუძლია, თქვა პაუერმა. უკრაინელ მასწავლებლებს, საჯარო მოსამსახურეებს, მაღაზიის მფლობელებს და ყველა სახის პროფესიონალებს მუშაობა აქ და ახლა სურთ და საგადასახადო შემოსავლები, რომელსაც ისინი გადაიხდიან, უკრაინის ფეხზე დადგომის კვლავაც კრიტიკული ნაწილია.
„ჩემი ძირითადი გზავნილი იგივეა“, განაცხადა პაუერმა. „შეერთებული შტატები, ჩვენ, ამერიკელი ხალხი, უკრაინელი ხალხის გაჭირვების დროს, მათთან ვართ. და უკრაინელ ხალხთან ვიქნებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება ეს. ჩვენ ვხედავთ სიძნელეებს, საშინელებებს, რომელიც ამ დიად ქვეყანას ყოველგვარი მიზეზის გარეშე მიაყენეს და გვსურს გავაკეთოთ ყველაფერი რაც ძალგვიძს, რათა ჩვენს პარტნიორებს მათ გადატანაში ადგილზე დავეხმაროთ. არა მხოლოდ ეს ზამთარი, არამედ ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის სხვა ბევრი ასპექტიც".