Accessibility links

Breaking News

პუტინის ომი უკრაინელ ქალებთან და ბავშვებთან


ჩერნიჰივი, უკრაინა. 6 აპრილი, 2022 წ.
ჩერნიჰივი, უკრაინა. 6 აპრილი, 2022 წ.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი და სასტიკი ომის დაწყების შემდეგ, მალევე ნათელი გახდა, რომ რუსული ძალები განსაკუთრებით ერჩიან მშვიდობიან მოსახლეობას, უფრო მეტად კი - ქალებსა და ბავშვებს.

“როცა ვლადიმირ პუტინის მსგავსი ადამიანი ომს იწყებს, ქალები და ბავშვები საცხოვრებლიდან გარბიან, ქალებს და ბავშვებს ტკივილს აყენებენ, მათ აწამებენ და ისინი იღუპებიან”, - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა. “ რუსეთის მიერ არაპროვოცირებული ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ობოლთა თავშესაფრები და სამშობიაროები დაბომბა. ბავშვთა ცხედრებით არაერთი მასობრივი სამარხები ვიხილეთ.

ამ ომში ქალები და ბავშვები დამატებითი საფრთხის ქვეშ არიან. აპრილის შუა რიცხვებისათვის უკრაინის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი, თითქმის 12 მილიონი ადამიანი, სახლებიდან გაქცეული იყო. ამათგან, 4.6 მილიონი ქვეყნიდან გავიდა, 7.1 მილიონი კი უკრაინის ტერიტორიაზეა იძულებით ადგილნაცვალი. მათი 90 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან. მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ბრძოლებისაგან წარმოქმნილი ქაოსი მნიშვნელოვნად ზრდის ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის, აგრეთვე გენდერული ნიშნით ძალადობისა და სექსუალური ძალადობის რისკებს ქალებისა და გოგოების მიმართ.

ამავე დროს, უკრაინის ძალების საპასუხო შეტევებისა და რუსული ძალების უკანდახევის პირობებში, იმ ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც ოკუპირებული იყო, თვითმხილველები შემაძრწუნებელ ამბებს ყვებიან. ისინი იხსენებენ ქალების გატაცების, ძალადობის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტებს ცალკეული რუსი ჯარისკაცის, ან ჯარისკაცთა ჯგუფის მიერ.

“პარასკევს, 8 აპრილს, რკინიგზის სადგურს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, უმთავრესად ქალები და ბავშვები ევაკუაციისათვის იყენებდნენ, რუსული რაკეტა დაეცა. ჟურნალისტებმა სულ მცირე 20 გარდაცვლილი, მათ შორის, გარდაცვლილი ბავშვები ნახეს,” თქვა ელჩმა თომას-გრინფილდმა.

“ჟურნალისტების ინფორმაციით, რაკეტის ნაწილს, რომელიც შემთხვევის ადგილზე ეგდო, გვერდზე შიშის მომგვრელი წარწერა ჰქონდა. რუსულად დაწერილ ტექსტში ეწერა: “ბავშვებისათვის”. ასეთია რუსული ომი. ის რაც უკრაინაში ქალებისა და ბავშვების თავს ხდება, გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება”, თქვა ელჩმა.

“ესაა მძვინვარე კრიზისი, რომელიც დღითიდღე უარესდება. ეს საშინელი ქმედებები გვახსენებს, მხარი დავუჭიროთ ძალისხმევას, რომელიც პირველ რიგში, მათი თავიდან აცილებისკენაა მიმართული. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქალთა ხმა და უფლებები ყოველთვის დაცული და ხელშეწყობილი იყოს, ხოლო მათი და ბავშვების უფლებების შემლახველებს პასუხი მოეთხოვოთ”.

XS
SM
MD
LG