Accessibility links

Breaking News

ადამიანის უფლებების დამრღვევთა პასუხისმგებლობა რუსეთში და ბელარუსში


ალექსანდრე ლუკაშენკოს და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა რუსეთში, 12 აპრილს, 2022 წ.

აშშ ხელს უწყობს რუსეთის მთავრობის და ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებზე ანგარიშვალდებულების არსებობას. მაშინაც კი, როცა რუსეთი აგრძელებს გაუმართლებელი ომის წარმოებას უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მთავრობამ გაააქტიურა ზეწოლა ქვეყნის შიგნით გამოხატვის თავისუფლებაზე, პრესაზე, მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებაზე.

ადამიანებს, რომლებიც ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობით აშუქებენ უკრაინაზე თავდასხმას, ან აკრიტიკებენ პუტინს, სისხლის სამართლის ბრალდებები ემუქრებათ. ამის მსგავსად ხდება ბელარუსშიც, სადაც ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი აგრძელებს ძალადობრივ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოების, ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების, დემოკრატიული ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიის და ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ.

პასუხად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოს და მისი ოჯახის წევრებს აშშ-ში შემოსვლა აუკრძალა, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების და კორუფციაში ფართოდ ჩართულობის გამო.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო შემზღუდავი პროგრამა შეიმუშავა იმიგრაციისა და ნაციონალობის აქტის საფუძველზე 38 ადამიანის წინააღმდეგ, რათა გამოხატოს მხარდაჭერა და სოლიდარობა მათ მიმართ, ვინც რუსეთში რეპრესიების მსხვერპლია.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორ ოფიცერს ყირიმში არტურ შამბაზოვს და ანდრეი ტიშენინს წამებაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა დამატებით 6 ადამიანს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სახელით ევროპაში მცხოვრებ დისიდენტ ჩეჩნებზე თავდასხმებში მონაწილეობდნენ. ეს ზომა ტარდება “ხაშოგის საქმეზე აკრძალვის” შესაბამისად.

საპრეზიდენტო გადაწყვეტილება 8015-ის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები ასევე დაუწესა 25 ადამიანს ბელარუსში დემოკრატიის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო.

ამერიკამ სანქციები დაუწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 11 მაღალი რანგის პირს, რაც დიდ წნეხში მოაქცევს სამინისტროს, რუსეთის დაუნდობელი თავდასხმის ფონზე უკრაინაში, რომელმაც შედეგად უამრავი დანაკარგი და ტკივილი მოიტანა, მათ შორის ბავშვების სიკვდილი.

დამატებით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში მოქმედი, უცხოეთის ქონების კონტროლის ოფისი სანქციებს უწესებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩეჩნეთის ფილიალის ყურჩალოის ოლქის ორ ოფიციალურ პირს, ოლქის პროკურორსა და ამავე ოლქის მოსამართლეს მოსკოვში, 2012 წლის სერგეი მაგნიტსკის კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებულების აქტის შესაბამისად.

აშშ გააგრძელებს ანგარიშვალდებულების მოთხოვნის წახალისებას მათთვის, ვინც მხარს უჭერს, აქეზებს და არღვევს ადამიანის უფლებებს რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში და სხვა ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG