2020 წლის აგვისტოში ბელარუსში ჩატარებულმა გაყალბებულმა არჩევნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი აქციები გამოიწვია. მათ ბელარუსის უსაფრთხოება გადამეტებული ძალისმიერი მეთოდებით და ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან მზარდი რეპრესიებით შეხვდა. მას შემდეგ, უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზააციები ვარაუდობენ, რომ რეჟიმმა 40 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა და მათ მშვიდობიან, დემოკრატიის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობის გამო, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები წაუყენა. ოპოზიციის კანდიდატები და მათი თანამშრომლები ყალბი ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს, ან აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინათ.
სულ ცოტა, 8 ადამიანია დაკავებული „ვიასნადან“ და დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ეს ბელარუსის წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელიც არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებს დოკუმენტურად აღრიცხავდა. ჯერჯერობით მათგან მხოლოდ ორი წევრის სასამართლო პროცესი გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რის შემდეგაც მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ვიასნას“ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულებრივი საქმე ბელარუსის მთავრობამ 2021 წლის მარტში წამოიწყო.
დღეისთვის ლუკაშენკოს რეჟიმს განაჩენი 1 000-ზე მეტი პოლიტპატიმრისთვის აქვს გამოტანილი. ისინი სულ სხვადასხვა სფეროდან არიან, რომლებიც ციხეში საკუთარი გამოხატვის, პოლიტიკური ასოცირების და თავისუფალი შეკრების უფლებების დაცვისთვის აღმოჩნდნენ.
„ბევრი ამ პატიმართაგან, ისევე როგორც ისინი, ვინც მანამდე იყვნენ დაკავებული და გამოუშვეს, ასევე ისინიც, ვინც იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა, საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს“ - აღნიშნავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენის თქმით, „ხშირად არის დოკუმენტურად აღრიცხული სასტიკი მოპყრობა, წამების ჩათვლით, იქნება ეს ციხეები თუ წინასწარი დაკავების ადგილები. ზოგ პოლიტპატიმარს, ვისაც სერიოზული დაავადება, ან შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, საჭირო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს, ან მათზე გამიზნულად ძალადობდნენ, რომ მათი მდგომარეობა გაუარესებულიყო. რეჟიმის მხრიდან ადვოკატებზე ზეწოლის გამო, ხშირად პოლიტპატიმრებს არ აქვთ იმის სააშუალება, რომ ჰყავდეთ ადეკვატური ლეგალური წარმომადგენლები. ათეულობით ადვოკატს ჩამოართვეს ლიცენზიები და ზოგ შემთხვევაში, დააპატიმრეს კიდეც, ვინაიდან მათ ოპოზიციური ფიგურების დაცვა გაბედეს“.
შეერთებული შტატები „გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ მსხვერპლისთვის სამართალი აღდგეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“ - განაცხადა ბლინკენმა. მან ლუკაშენკოს რეჟიმს მოუწოდა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ამერიკის სახელმწიფო მდივნანი აღნიშნავს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია ბელარუსის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად.
ბლინკენის თქმით, „ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსს, დარჩეს ერთგული საკუთარი ვალდებულებების, როგორც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო; დაიცვას ეუთოს საერთაშორისო ლეგალური ვალდებულებები; პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს“.
„ჩვენ ბელარუს ხალხთან ერთად ვდგავართ, რომელიც ესწრაფვის ისეთ მომავალს, სადაც კანონი უზენაესია, მთავრობა კი დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი“ - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.