მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ვითარება სარისკო რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტულ მთიანი ყარაბაღის რეგიონში დახმარების შეტანა პერიოდულად შესაძლებელია.
გასული წლის ბოლოს, სომხეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევით, აზერბაიჯანის მთავრობამ ლაჩინის დერეფნის ბლოკადა დაიწყო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანახმად, ლაჩინის დერეფნით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება რამდენიმე კვირით სრულიად შეწყდა. ამ ქმედებამ მთიანი ყარაბაღის ათობით ათასი მცხოვრებისთვის ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა მხარეებს, რომ ლაჩინის და აგდამის მარშრუტები ერთდროულად გახსნილიყო, რათა მთიანი ყარაბაღის კაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის უკიდურესად აუცილებელი დამატებითი მარაგი გაეტარებინათ. მეტიც, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლიდერები გააფრთხილა, „არ მიემართათ ნებისმიერი ისეთი ქმედებისთვის, რომელიც დაძაბულობას გაზრდიდა, ან ამ მიზნისგან ყურადღებას გადაიტანდა“.
SEE ALSO: სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული კრიზისი ღრმავდება„ჩვენ თანმიმდევრულად ხაზს ვუსვამდით მთიან ყარაბაღში ღია მარშრუტების და მხარეებს შორის დიალოგის საჭიროებას,“ თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა მეთიუ მილერმა ერთ-ერთ ბოლო ბრიფინგზე:
„იმ დროს, როდესაც მნიშვნელოვანია მთიან ყარაბაღს ამ პროცესისთვის ავტორიტეტული წარმომადგენელი ჰყავდეს, როგორც ადრე განვაცხადეთ, მთიან ყარაბაღს დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნად არ ვაღიარებთ და შესაბამისად არ ვაღიარებთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა“.
სომხეთს და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონტროლისთვის ორი ომი ჰქონდათ და 2020 წელს ბოლო ბრძოლა რუსების შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომლითაც სომხეთმა მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია დათმო.
შეერთებული შტატები ბაქოსა და ერევანს შორის საშუამავლო ძალისხმევის ერთგულია იმ მცდელობის მიმართულებით, რომ მათ ხანგამძლე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ“, თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.
მილერმა განაცხადა: „ასე რომ, ვიტყოდი, შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთის და აზერბაიჯანის ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც არსებული საკითხების პირდაპირი დიალოგის მეშვეობით გადაწყვეტისკენაა მიმართული და ამიტომ არიან სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და კავკასიის მოლაპარაკებებში უფროსი მრჩეველი ლუ ბონო მუდმივად ჩართული, და ჩვენ ამ საკითხში მუდმივად ჩართული ვიქნებით“.
შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და წარმატებული მომავლის ხელშეწყობის ერთგულია.