უკრაინაში ვლადიმირ პუტინის არაპროვოცირებულ შეჭრამდეც კი, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები და ომიდან დარჩენილი ასაფეთქებელი მასალები, იქ სერიოზული პრობლემა იყო. 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა თავისი ჯარი აღმოსავლეთ უკრაინაში გააგზავნა, 400 კილომეტრის სიგრძის კონტაქტის ხაზი, რომელიც დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებს კვეთს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რუსეთის სატელიტ ძალებს ჰყოფს, ძლიერ დაინაღმა.
Reliefweb-ის თანახმად, 2021 წლისთვის, დაახლოებით ორი მილიონი უკრაინელი, მრავალი ასეთი ფეთქებადი საფრთხის წინაშე იდგა. იმ დროისთვის, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით და ომის ფეთქებადი ნარჩენებით გამოწვეული სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის მხრივ, უკრაინა მსოფლიოში მეხუთე ადგილზე, ტრანსპორტის საწინააღმდეგო ნაღმებთან დაკავშირებული შემთხვევების მხრივ კი, პირველ სამეულში იყო. 2021 წელს, უკრაინის დონბასის რეგიონი, მსოფლიოში ნაღმებით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული რეგიონი იყო.
SEE ALSO: ბლინკენი და ოსტინი უკრაინაში ზელენსკის შეხვდნენ2014 წლიდან, შეერთებული შტატები თანამშრომლობდა პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა აღმოსავლეთ უკრაინის ბრძოლების ადგილები ასაფეთქებელი მასალების საფრთხისგან გაწმენდილიყო და ჭარბი ჩვეულებრივი იარაღი განადგურებულიყო.
„სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის დეპარტამენტი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მუშაობენ უცხოეთის მთავრობებთან, კერძო კომპანიებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რათა შემცირდეს მცირე და მსუბუქი იარაღის ჭარბი რაოდენობა, დაინერგოს საუკეთესო პრაქტიკა ჩვეულებრივი იარაღის სწორად და უსაფრთხოდ შესანახად და შესრულდეს განნაღმვის პროგრამები“, თქვა იარაღის კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა.
„2014 წლიდან, შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულმა საზოგადოების დახმარებამ, რომელიც ჩვენს მიერ ფეთქებადი იარაღის რისკის საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით განხორციელდა, უკრაინაში უთვალავი დაშავების თავიდან აცილება შეძლო. თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, აშშ-ის დაფინანსებულმა პროგრამებმა დახმარება გაუწია კონტროლის [კონტაქტის] ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას. მხოლოდ 2021 წელს, დაშავების და სიკვდილის თვიდან ასაცილებლად ფეთქებადი იარაღის რისკის საგანმანათლებლო 670-ზე მეტი სესია ჩატარდა.“
„საუბედუროდ, ამ წლის 24 თებერვალს, პუტინის წინასწარგანზრახულმა, არაპროვოცირებულმა და გაუმართლებელმა ხელმეორე შეჭრამ უკვე წაშალა ჩვენი ადრინდელი პროგრესი, იმავდროულად კი ეს ექპონენციურად მეტ უკრაინელ სამოქალაქო პირს, ომის ფეთქებადი ნარჩენების საფრთხის წინაშე აყენებს“, თქვა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯენკინსმა.
რუსეთის ფედერაციის მიერ სამოქალაქო საცხოვრებელი კორპუსების, სურსათის მაღაზიების, საავადმყოფოების, სკოლების და ატომური ელქტროსადგურისაც კი, დაბომბვა და საარტილერიო ჭურვების დაშენა, ამ ვითარებას კატასტროფულს ხდის.
„რუსეთის მხრიდან განურჩეველი თავდასხმების შემდეგ გაწმენდას მრავალი წელი და კარგად კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება დასჭირდება“, აღნიშნავს ჯენკინსი. „შეერთებული შტატები ერთგულია მხარდაჭერის ძალისხმევის, რომელიც უკრაინის ხალხს რუსული ბომბების მუქარისგან უსაფრთხო ცხოვრების ხელახლა აშენებაში ეხმარება.“