შეერთებული შტატები მოუწოდებს, დაუყოვნებლად გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც ჩეჩნეთში უსამართლოდ დააკავეს.
27 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა წერილობით განცხადებაში თქვა: „შეერთებული შტატები შეშფოთებულია მუდმივი ცნობებით რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, მთავრობის მიერ განხორციელებული გატაცებების და თვითნებური დაკავებების თაობაზე. მათ შორისაა ანგარიშები ბოლო კვირებში მომხდარი ათობით გატაცების და თვითნებური დაკავების შესახებ“. მათ სამიზნეთა შორის, ბევრი ჩეჩენი უფლებადამცველების და დისიდენტების ნათესავია.
პრეს-მდივანმა პრაისმა აღნიშნა, რომ თვითნებური დაკავებები ჩეჩნეთის შემთხვევებით არ შემოფარგლებოდა. „იყო უამრავი შემთხვევა, როდესაც პირები რუსეთის ფედერაციის სხვა ნაწილებში დააკავეს და ჩეჩნეთში ძალით გადაიყვანეს.“ ბოლო მაგალითი ზარემა მუსაევას, ადამიანის უფლებების ადვოკატის, აბუბაქარ იანგულბაევის დედის შემთხვევაა. 20 იანვარს, ის ცენტრალურ რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში საკუთარ სახლში აიყვანეს, ჩეჩნეთში გადაიყვანეს და პოლიციის მეურვეობის ქვეშ მოათავსეს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტია“ მის დაკავებას ადამიანის გატაცება უწოდა.
ამასთან ერთად, ბოლო დღეებში ჩეჩნეთის ხელისუფლება იანგულბაევის ოჯახს საჯაროდ დაემუქრა. 1 თებერვლის ვიდეოში, ჩეჩნეთის სასტიკი ლიდერი რამზან კადიროვი ოჯახს პირადად დაემუქრა და სხვა ქვეყნებს დაჟინებით სთხოვა, საზღვარგარეთ მცხოვრები ოჯახის წევრები რუსეთში დააბრუნონ. იმავე დღეს, ჩეჩნეთიდან გაკეთებულ შოკისმომგვრელ განცხადებაში, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა პირობა დადო, რომ ოჯახის წევრებს თავს მოჰკვეთს.
SEE ALSO: რუსეთი ადამიანის უფლებათა 2020 წლის ანგარიშშისახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა პრაისმა აღნიშნა, რომ ზეწოლის ასეთი ტაქტიკა, რომელიც მიმართულია რუსეთის გარეთ მცხოვრები დისიდენტების, ჩეჩნეთში მყოფი ნათესავების წინააღმდეგ, „მთელ ოჯახებს აყენებს ზიანს და რეპრესიის განსაკუთრებით მავნე ფორმაა“.
კადიროვი ძალადობის კამპანიას ჩეჩნეთში წლების განმავლობაში ატარებდა. მისი სამიზნე იყვნენ დისიდენტები, ლგბტქი+ თემის პირები, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წევრები და სხვები. სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე, რუსეთთან დაკავშირებით მოიცავს ცნობებს, ჩეჩნეთში მთავრობის მიერ განხორციელებულ უფლებების დარღვევებზე. მათ შორისაა „სასამართლოს გარეშე მკვლელობები და ლგბტ პირების მასობრი წამება“, სხვა ქვეყნებში მათი „სასამართლოს გარეშე მოკვლა“, ვინც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას ეწინააღმდეგება და „ჩრდილოეთ კავკასიაში გატაცებები და წამება, მათ შორის პოლიტიკური აქტივისტების და სხვების, ვინც ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვს აკრიტიკებს.“
პრეს-მდივან პრაისის თქმით, შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, „თავი შეიკავოს რეპრესიული აქტების ჩადენის უფლების მიცემისგან, მათ შორის ტრანსნაციონალური რეპრესიული აქტების, რომლებიც ჩეჩნეთიდან მომდინარეობს“. ის ასევე მოუწოდებს, რომ „რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, სამართალში მისცეს ისინი, ვინც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უწყვეტ, უხეშ დარღვევებზეა პასუხისმგებელი“.