“30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოლდოვამ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაიწყეს, არასდროს ვმდგარვართ ისეთი საგანგაშო და რთული მომენტის წინაშე, როგორც დღეს“, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოლდოვაში ბოლო ვიზიტის განმავლობაში. უკრაინის წინააღმდეგ კრემლის არაპროვოცირებული ომის შედეგად, დაიწყო ჰუმანიტარული კრიზისი, რომელსაც გარშემო რეგიონზე, მათ შორის - მოლდოვაზე, უზარმაზარი გავლენა აქვს. უკრაინიდან 240 000-ზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად საზღვარი გადაკვეთა და მოლდოვაში შევიდა. უეჭველია, რომ მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მადლიერება გამოხატა მოლდოვის მიმართ იმისთვის, რომ კარს უღებს და იცავს ყველას, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს გაურბის. „შეერთებული შტატები გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა: „ჩვენმა ადმინისტრაციამ კონგრესს გადაუდებელი და ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2.75 მილიარდი დოლარი სთხოვა, ორივე უპასუხებს უკრაინის შიგნით მოწყვლადი ადამიანების და თემების საჭიროებებს და ასევე დაეხმარება ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, მხარი დაუჭირონ ლტოლვილებს და ჰუმანიტარულ კრიზისს პასუხი უკრაინის გარეთ გასცენ“. მან დაამატა, რომ საერთაშორისო საზოგადოებასაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ მოლდოვას ამ საქმეში დაეხმაროს.
SEE ALSO: უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებაშეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას იმ დროს, როდესაც ის დემოკრატიის, უფრო ჩართულობითი და წარმატებული ეკონომიკის და ევროპის ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის გზაზე დგას.
შეერთებული შტატები აგრძელებს მოლდოვასთან თანამშრომლობას საკითხების ფართო სპექტრში, მათ შორის - ასობით ათასი კოვიდ-19-ის ვაქცინის მიწოდებაზე და მილიონობით დოლარის მოცულობის, პანდემიასთან დაკავშირებულ დახმარებაზე. ენერგოუსაფრთხოება მოლდოვის სუვერენიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ „მომდევნო წლებში მოვახდენთ 18 მილიონი დოლარის ინვესტირებას, რათა მოლდოვის ენერგო-სექტორის გაძლიერებას და დივერსიფიცირებას დავეხმაროთ“.
შეერთებული შტატები ასევე მხარს უჭერს ეუთოს ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებებს, რათა მოიძებნოს დნესტრისპირეთის კონფლიქტის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა, რომელიც დნესტრისპირეთის საგანგებო სტატუსით, მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს. ქვეყნები, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, იცავენ კანონის უზენაესობას და მხარს უჭერენ ჩართულობის მქონე და პასუხისმგებლიან მმართველობას ყველა მოქალაქისთვის, ყველაზე რთული პრობლემებისთვისაც კი საუკეთესო გადაწყვეტას პოულობენ,“ თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. შეერტებული შტატები ამიტომ უჭერს მხარს მოლდოვას იმ დროს, როდესაც ის ებრძვის კორუფციას, ატარებს დემოკრატიულ რეფორმებს და ანვითარებს დამოუკიდებელ მედიას.
შეერთებულ შტატებსა და მოლდოვას შორის პარტნიორობა საერთო ინტერესებზე და სეართო ღირებულებებზეა დაფუძნებული. „მადლობას ვუხდით მოლდოვას 30-წლიანი მეგობრობისთვის“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, და „შემდეგ 30 წელიწადს მოველით“.