Accessibility links

Breaking News

მეტი სანქცია რუსეთს, უკრაინაში მიმდინარე ომში პასუხისმგებლობის გამო


ხაზინის დეპარტამენტი სანქციებს უწესებს თითქმის 120 პირს და დაწესებულებას, რათა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს პასუხი მოეთხოვოს, მოსკოვის ანგარიშვალდებულება გაგრძელდეს და საომარი ძალისხმევისთვის მისი შესაძლებლობები დააკნინოს.

ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ტაქტიკა, რასაც რუსი იურიდიული პირები უცხოური ელექტრონიკის და ტექნოლოგიის იმპორტისთვის იყენებდნენ, არის მესამე შუამავლების და რუსეთის გარეთ არსებული, ტვირთის ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე გადასატანი პუნქტების გამოყენება.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კონტროლირებული ელექტრონული კომპონენტების და სხვა ტექნოლოგიის რუსეთში ხშირი ექსპორტიორები, ყირგიზეთის რესპუბლიკაში ბაზირებული იურიდიული პირები იყვნენ. ზოგიერთი ტვირთით იგზავნებოდა მგრძობიარე, ორმაგი დანიშნულების საქონელი, რომლითაც რუსეთის თავდაცვის სექტორის დაწესებულებები მარაგდებოდა.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) აგრძელებს რუსეთის იმ საბრძოლო მასალების ქარხნების და მაღალი ტექნოლოგიის წარმოებების სამიზნეში ამოღებას, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს პირდაპირ უჭერენ.

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დამატებით ხუთ რუსეთში ბაზირებულ ფინანსურ ინსტიტუტს დაუწესა, რათა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე რუსეთის წვდომა კიდევ უფრო შეზღუდოს.

ამ პირების წინააღმდეგ მიმართული სანქციები „წარმოადგენს ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთ ნაბიჯს, რათა შევზღუდოთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, მისი წვდომა ბრძოლის ველისთვის საჭირო მარაგებზე და მისი ეკონომიკური მდგომარეობა“ - თქვა ხაზინის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ვალი ადეიემომ.

„რამდენ ხანსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს გააგრძელებს, ჩვენ მივმართავთ სანქციებს, რათა რუსეთმა მისთვის საჭირო ტექნოლოგია ვერ მიიღოს და ხელი შევუშალოთ რუსული იარაღის წარმოების შესაძლებლობას, რომელიც საბრძოლო მარაგების შევსებისკენაა მიმართული".

სანქციები მხოლოდ ერთი ნაწილია აშშ-ის მთავრობის ძალისხმევის, შეაჩეროს რუსეთის მიერ კრიტიკული საქონლის და ტექნოლოგიის შეძენა. შეერთებული შტატები პარტნიორ მთავრობებთან და კერძო სექტორთან მუშაობს, რათა ამოიცნოს და ხელი შეუშალოს სანქციებისგან თავის არიდების ქსელებს. ეს ბოლო მიმართულებაც იგივე საერთო ძალისხმევის ნაწილია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის დაეკისრებინა საფასური და ხელი შეეწყო იმ კერძო და იურიდიული პირების ანგარიშვალდებულების დაყენებისთვის, რომლებიც უკანონო ომს უჭერენ მხარს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ვალდებულება, „იდგეს უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.“

XS
SM
MD
LG