Accessibility links

Breaking News

განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაულისგან ხალხის დაცვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აკისრია


კახოვკის ჰესზე კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობა უკრაინაში
კახოვკის ჰესზე კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობა უკრაინაში

გაეროს მიერ ახლახან გამოცემული ანგარიშის თანახმად, წელს „უამრავი სამოქალაქო პირი პირი რჩება კონფლიქტების, ძალადობის და ადამიანის უფლებების დარღვევის პირობებში, რაც შეიძლება უტოლდებოდეს გენოციდს, ომის დანაშაულს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულს და ეთნიკურ წმენდას“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიში ამბობს, რომ „მიზანმიმართული და განზრახ ჩადენილი მასობრივი მკვლელობა, საცხოვრებელი ადგილიდან იძულებითი გადაადგილება და სხვა ართქმული ტანჯვა, საერთო ტვირთია, რომელიც კაცობრიობას მძიმედ აწევს“.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ბალკანეთში და რუანდაში ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული დანაშაულების კვალდაკვალ და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მათ აღკვეთაში ნაწვნევი დამარცხების გამო, ნათელი ხდება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ამ სასტიკი დანაშაულებისგან დასაცავად, პასუხისმგებლობის ჯაჭვი უნდა შეიქმნას. 2005 წელს გაერომ დაამტკიცა მოსახლეობის „დაცვაზე პასუხისმგებლობის“ დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოებს ანიჭებს ვალდებულებას, დაიცვას თავისი მოქალაქეები მასობრივი სისასტიკის დანაშაულებისგან და თუ მათ ეს არ შეუძლიათ, მაშინ საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერიოს.

„ამ ძალისხმევის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში მოწმე ვართ უამრავი სისასტიკის ჩადენის ფაქტის“, თქვა ჯონათან შრაიერმა, შეერთებული შტატების წარმომადგენლის მოადგილემ გაეროს ეკონომიკის და სოციალური საკითხების საბჭოში. მისი თქმით, „ჩვენი ყურადღება და ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმ სისასტიკეებზე პასუხის გასაცემად, რომელიც მთელ მსოფლიოში ხდება“.

სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ჩამოსათვლელად ძალიან ბევრი ინციდენტი ხდება, თუმცა ზოგიერთი მათგანი თავისი სისაძაგლით და სიმახინჯით ამ სიაშიც გამოირჩევა. უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის განადგურებამ დიდი ჰუმანიტარული და ეკოლოგიური უბედურება გამოიწვია. ამის მსგავსად, უკრაინულ ქალაქებზე ბომბებით, რაკეტებით და დრონებით მიტანილმა რუსეთის თავდასხმებმა ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მათი მიზანი კონკრეტულად კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის სკოლების, საავადმყოფოების და კომერციული ცენტრების განადგურება იყო.

ბირმაში ძალადობა და სამხედროების მიერ მოსახლეობის ჩაგვრა, ჰუმანიტარულ კრიზისში გადაიზარდა.

ცნობები მოდის სუდანიდან, კერძოდ - დასავლეთ დარფურიდან, ეთნიკურ წარმომავლობაზე დაფუძნებული საშინელი სქესობრივი ძალადობის და მკვლელობების შესახებ.

ჩინეთში, „სინჯიანში ხელისუფლება აგრძელებს გენოციდს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, მეტწილად - მუსლიმი უიღურების და სხვა ეთნიკური და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების მიმართ“, თქვა ელჩმა შრაიერმა.

"ეს ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის აღმაშფოთებელი დარღვევებია. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მონაწილემ ასეთი პრაქტიკა დაუყოვნებლად უნდა შეწყვიტოს. ყველა სახელმწიფომ და შეიარაღებულმა ჯგუფმა საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის ფარგლებში საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რათა სამოქალაქო პირებისადმი და სამოქალაქო ობიექტებისადმი მიყენებული ზიანი შეამციროს და მასზე რეაგირება მოახდინოს“ - თქვა მან.

შრაიერის განცხადებით, „შეერთებული შტატები ერთგული რჩება სამოქალაქო პირების დაცვასთან დაკავშირებით, საკუთარ ვალდებულებათა შესრულებისადმი და ხელს უწყობს იმ ადამიანთა ანგარიშვალდებულების მოთხოვნას, ვინც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულზეა პასუხისმგებელი“.

XS
SM
MD
LG