Accessibility links

Breaking News

აქტივიზმის 16 დღე - გენდერული ძალადობის აღმოფხვრა


თურქი ქალების საპროტესტო აქცია სტამბოლში
თურქი ქალების საპროტესტო აქცია სტამბოლში

16-დღიანი აქტივიზმი, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღიდან იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დღეს მთავრდება, გენდერული ძალადობის ელიმინაციისთვის და პრევენციისთვის ეფექტური გზების მოძიებაზე თვითშეგნების ამაღლებას და ამ საკითხისადმი ცნობადობის გაზრდას ეძღვნება.

"სიცოცხლის მანძილზე, ყოველი სამიდან ერთი ქალი ან გოგო, ფიზიკურ ან სექსუალურ შევიწროებას განიცდის და ქალების 70 პროცენტი ჰუმანიტარულ კონტექსტში გენდერული ძალადობის მსხვერპლი იქნება”- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წერილობით განცხადებაში. "გენდერული ძალადობა ხშირია ლგბტქ+ პირების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მარგინალიზებული ეთნიკური თუ რასობრივი ჯგუფების წარმომადგენელთა, ასაკოვანი თუ სხვა მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ მსხვერპლის მიმართ კანონიერების აღსრულების გარეშე რჩება" - აღნიშნავს ბლინკენი.

გაეროს მონაცემებით, დღესდღეობით ქალთა უფლებების შეზღუდვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება. იზრდება ანტიფემინისტური მოძრაობები და თავდასხმები ქალთა უფლებების დამცველებსა და აქტივისტებზე. კონფლიქრების დროს და კრიზისული სიტუაციებისას, ქალები და გოგონები არაპროპორციულად ეღობებიან გენდერულ ძალადობას. ასევე იზრდება გენდერული ძალადობა ვირტუალურად, ონლაინ სივრცეში, რაც კიდევ უფრო ამწვავებს შექმნილ ვითარებას და იწვევს გენდერული ძალადობის ახალი ფორმების წარმოქმნას. სუსტდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი კანონმდელობა, მთავრობები იყენებენ ძალას გენდერული ძალადობის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე და უფრო ხშირად ხდება ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მარგინალიზაცია.

თუმცა, გენდერული ძალადობის პრევენცია შესაძლებელია. პოლიტიკის შესაცვლელად, ძლიერი და ავტონომიური ქალთა მოძრაობა ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი წყაროა და ამიტომაც დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დროს, რომ ქალთა უფლებების დამცველებს სოლიდარობა ჰქონდეთ ყველგან, მთელ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის მსხვერპლს მოუსმინონ და მათ მხარდაჭერა იგრძნონ. ქმედება, რომელიც მიკერძოებულობასა და სტერეოტიპებს ახალისებს, რაც თავის მხრივ ქალების მიმართ ზიზღს, დამცინავ მიდგომას, ბულინგს და სექსუალურ შევიწროებას ამკვიდრებს- ონლაინ თუ რეალურ ცხოვრებაში, უნდა დაიგმოს და ტოქსიკური მასკულინობის წახალისება აღარ უნდა მოხდეს.

იმავდროულად, თავშესაფრები, კონსულტაცია და სხვა კრიტიკული მხარდაჭერა უნდა მიიღოს გენდერული ძალადობის მსხვერპლმა, ისევე, როგორც - გაძლიერდეს დაცვის მექანიზმები ადამიანის უფლებების დამცველ ქალთა მიმართ და რეაგირებისთვის მათი დაშინების, შევიწროების, დისკრიმინაციის დროს. ამ ყველაფრის განსახორციელებლად, საჭიროა მეტი მხარდამჭერი ქალებსა და კაცებს შორის გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე და ამასთან, ქალი ლიდერები დაცული უნდა იყვნენ, როცა ისინი ცვლილებას ითხოვენ.

გენდერული ძალადობა ძალიან ხშირად საზოგადოებებში ნორმალიზებულია. ამას კი მივყავართ იქითკენ, რომ მთავრობები ვერ ხვდებიან და აფასებენ ქალთა და გოგონათა უფლებებს ან დაუსჯელობის ფაქტორს, როცა ეს ფაქტები ხდება. აშშ-ის გადაწყვეტილი აქვს, მაგალითი იყოს გენდერული ძალადობისა და პარტნიორებთან მუშაობის მეშვეობით, მისი ელიმინაციისთვის.

XS
SM
MD
LG