Accessibility links

Breaking News

2021 წლის მამაც ქალთა საერთაშორისო ჯილდო


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

მამაც ქალთა საერთაშორისო ჯილდო წელს 21 ქალს გადაეცა. მათ შორის შვიდი ავღანეთში მიზანმიმართულ თავდასხმებში დაიღუპა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელსაც პირველი ლედი ჯილ ბაიდენიც შეუერთდა, თქვა: „15 წელია სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოს ქალებს მამაც ქალთა ჯილდოს გადასცემს, მათ, ვინც მშვიდობის, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების და სქესთა თანასწორობის დაცვაში, გამორჩეული სიძლიერე და ლიდერობის უნარი გამოავლინა“.

დაჯილდოებულ ქალთა შორის იყო ბელარუსი მარია კალესნიკოვა. მან და მისმა პარტნიორებმა, ალექსანდრ ლუკაშენკოს 26-წლიან მმართველობას ისტორიული გამოწვევა დაუპირისპირეს და უშიშრად შეხვდნენ საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მათთვის შექმნილ დაპატიმრების საფრთხეს.

ფიო ფიო უნგი ბირმაში ახალბედა ლიდერია. მისი ორგანიზაცია „უინგს ინსტიტიუტი“, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობას შუამდგომლობს და მშვიდობის დამყარებას და შერიგებას უწყობს ხელს.

დაჯილდოებულთა შორისაა კამერუნელი მაქსიმილენ ნგო მბე, რომელიც ხელს უწყობდა ადამიანის უფლებების დაწინაურებას და წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების გულწრფელ ხმას. კამერუნის სამოქალაქო ომის კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევაში, ის ხშირად უგულვებელჰყოფდა პირად უსაფრთხოებას.

ჩინელი ვანგ იუ, ადამიანის უფლებების დარგში ქვეყნის ერთ-ერთი გამოჩენილი ადვოკატია და აქტივისტების დაცვის გამო, ის დააკავეს და დააპატიმრეს.

ჟულიენ ლუსანჟი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, სქესზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, წამყვანი ქალი აქტივისტია.

დანარჩენ დაჯილდოებულთა შორის არიან: კოლუმბიელი მეიერლის ანგარიტა; მოსამართლე ერიკა აიფანი გვატემალიდან; შორეჰ ბაიათი ირანიდან; მუსკან ხათუნი ნეპალიდან, ზაჰრა მაჰამედ აჰმადი სომალიდან; ალისია ვაკას მორო ესპანეთიდან; რანითა განარაჯა შრი-ლანკიდან; კანან გულუ თურქეთიდან და ანა როზარიო კონტრერასი ვენესუელიდან.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ ქალები და გოგონები ხშირად „ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ ყველაზე მოწყვლადები არიან“:

„ამიტომაც, ქალების და გოგონების თანაბარი უფლებები და ღირსება, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. როდესაც ჩვენს საგარეო პოლიტიკას ქალების და გოგონების უფლებების და საჭიროებების გათვალისწინებით ვაყალიბებთ, ჩვენი პოლიტიკა უფრო ეფექტური, უფრო ადამიანურია და მეტად სავარაუდოა, რომ ადამიანების ცხოვრებაში ღრმა კვალი დატოვოს“, თქვა მან.

დაჯილდოებულებისადმი მიმართვაში სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა: „თქვენ ჩვენს მსოფლიოს უფრო სამართლიანს, სტაბილურს, მშვიდობიანს და თავისუფალს ხდით. შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ თქვენს მხარეს იმყოფება“.

XS
SM
MD
LG