ბოლო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ მსოფლიო „ახალი ეპოქის საწყის წლებშია“, რომელიც გამოწვევებითაა სავსე. მაგრამ, მისი თქმით, შესაძლებელია ამან ყველასთვის კარგი ფორმა მიიღოს, თუკი მის ჩამოყალიბებას ერთიანი ხედვით, მიზნით და ოპტიმიზმით მიუდგებიან.
„ეს არეულობის შემომტანი, ცვლილების ეპოქაა. ზოგიერთი მხარე დადებითი იყო, როდესაც ქვეყნები ტექნოლოგიის გამოყენების ახალ გზებს პოულობდნენ, განვითარებას ახალისებდნენ და ერთმანეთთან კავშირებს აღრმავებდნენ. მაგრამ იყო უარყოფითი ნაწილიც, როდესაც სახიფათოდ მოქმედი პირები, ჩვენს მუდმივად განვითარებად საერთაშორისო სისტემას გამძლეობას უსინჯავდნენ“.
იმ სახიფათო აგრესიასთან დაკავშირებით, როგორიცაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინაზე თავდასხმა, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები „საკუთარ თავში არ იკეტება“ და ფართო ხედვა აქვს.
„პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით, წინააღმდეგობის გასაწევად გლობალური პასუხის ორგანიზებას ვეწევით. ინტენსიურ და პროაქტიურ დიპლომატიას მივმართავთ, რათა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები ვმართოთ. ინვესტიციებს ვდებთ საკუთარი ეროვნული და ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების ძლიერების წყაროებში. საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემას ზურგს არ ვაქცევთ, მაგრამ მას დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებისთვის გარდავქმნით. ჩვენ ენერგიულად ვართ ჩართული კონკურენციაში, რათა საერთაშორისო სისტემის მომავალი ჩამოვაყალიბოთ".
უკრაინაში, პუტინმა თავისი სუვერენული მეზობლის დამორჩილების გზაზე, თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო, თქვა სალივანმა. ახლო აღმოსავლეთში კი, შეერთებული შტატები ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების აგრესიაზე საერთაშორისო პასუხის ორგანიზებაზე მუშაობდა.
სალივანის თქმით, „უწყვეტი შეკავების და მტკიცე დიპლომატიის მეშვეობით, ჩვენ ცდილობთ კონფლიქტის გავრცელების შეჩერებას და დეესკალაცისთვის ნიადაგის მომზადებას“.
ამაში შედის ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტი, სადაც „7 ოქტომბრამდე დიდი ხნით ადრე, შეერთებული შტატები ღრმად იყო ჩართული იმაში, რომ პალესტინელი ხალხისთვის პოლიტიკური ჰორიზონტი გაჩენილიყო, რომლის ნაწილიც ისრაელის უსაფრთხოების გარანტია უნდა ყოფილიყო“, თქვა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. მისი თქმით, ეს მუშაობა გრძელდება.
შეერთებული შტატები თავის კრიტიკულ ურთიერთობებსაც მართავს, „არა უმეტესად კრიტიკულს“, ვიდრე ჩინეთთან ურთიერთობაა, აღნიშნა მან. „ჩვენ გვსურს ეს შეჯიბრი პასუხისმგებლობით, დიპლომატიის გაძლიერებით წარვმართოთ, რათა შეცდომის რისკი შევამციროთ“.
„ამიტომ, ვაპირებთ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ კურსი შევინარჩუნოთ... რათა ნათელი გავხადოთ, რომ საერთაშორისო სისტემის ძალადობრივი მოშლა ჩავარდება, რომ დავრჩეთ ისეთი დიპლომატიის ერთგული, რაც გეოპოლიტიკური დაძაბულობების ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობისაა" - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა. მისი თქმით, „ჩვენზეა დამოკიდებული... რომ საერთო მომავალი ჩვენი თანამოქალაქეების და მომავალი თაობების სასიკეთოდ ჩამოვაყალიბოთ".