Accessibility links

Breaking News

პრეზიდენტი ბაიდენი ლტოლვილების მიღების ლიმიტს ზრდის


ლტოლვილ ავღანელთა რიგი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე
ლტოლვილ ავღანელთა რიგი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე

შეერთებული შტატები იმიგრანტების ქვეყანაა. ადამიანები ამერიკაში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ, რათა საკუთარი ცხოვრების შეცვლის შანსი ჰქონოდათ. ზოგი ეკონომიკურ სიდუხჭირეს გამოექცა, ზოგი - ჩაგვრას და რეპრესიებს. ყველა ეთნოსის და რელიგიის იმიგრანტმა ღრმა კვალი დაატყო შეერთებულ შტატებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში.

ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა შეცვალა აშშ-ის საიმიგრაციო და ლტოლვილების მიღების სისტემა, დრამატულად შეამცირა რა ლტოლვილების, თუ სხვა იმიგრანტების დაშვების და განსახლების პროცედურები. პრეზიდენტი ბაიდენი კი აგრძელებს ლტოლვილთა მიღების ყველა სახის პროგრამის გაფართოებას და ქვეყანაში მათი გაზრდილი რაოდენობით დაშვებას. ეს მოიცავს 8 ოქტომბრის საპრეზიდენტო დადგენილებას ლტოლვილთა მიღები თაობაზე, რომელიც ლტოლვილების ლიმიტს 2022 ფისკალური წლისთვის 125 000-მდე ზრდის.

„შეერთებული შტატები არის და კვლავაც იქნება გლობალური ლიდერი საერთაშორისო ჰუმანიტარული რეაგირების სახკითხში, ლტოლვილების განსახლების ჩათვლით“ - თქვა წერილობით განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ერთგულნი ვრჩებით „შეერთებულ შტატებში ლტოლვილთა მიღების პროგრამის აღდგენისადმი, რომელიც ჩვენი ხანგრძლივი ტრადიციის გაგრძელებაა - შესთავაზოს იმედი და უსაფრთხო თავშესაფარი იმ ადამიანებს, ვინც დევნას გაურბის. დაუღალავად ვმუშაობთ პროგრამის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, მათ შორის - ლტოლვილთა სარეგისტრაციო სისტემების გაძლიერებაზე, უზრუნველვყოფთ ახალ რესურსებს ადგილობრივი და შტატების მთვრობის დონეზე დაფინანსებისთვის, რათა გაძლიერდეს მათი გამტარობა და განსახლების პროცესში პარტნიორთა ქმედითუნარიანობა, ასევე ვზრდით საზოგადოებრივი სპონსორობის პროგრამებს.

„ჩვენი ერის ისტორიის მანძილზე, 3.1 მილიონზე მეტი ლტოლვილი მივიღეთ და ახლაც შეერთებულ შტატებში ათობით ათასი აქამდე რისკის ქვეშ მყოფი ავღანელის უსაფრთხოდ მიღების პროცესის შუაგულში ვიმყოფებით. ეს ასახავს ძირეულ ამერიკულ ფასეულობს, შესთავაზოს თავშესაფარი მათ, ვისაც ის ესაჭიროება. ჩვენ ისევ და ისევ ვაღიარებთ უზარმაზარ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ წვლილს, რომელიც ლტოლვილებს შეაქვთ ამერიკულ საზოგადოებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და ერთგულნი ვრჩებით აშშ-ის ლტოლვილების მიღების პროგრამის მოქნილი სახით აღდგენისადმი, უზრუნველვყოფთ რა მის ხელშეუხებლობას და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ინტერესების დაცვას“ - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

სახელმწიფო მდივნის თქმით, „ლტოლვილების მიღების მოქნილი პროგრამა, ამერიკის პრეზიდენტისთვის წარმოადგენს უსაფრთხო, მოწესრიგებული და ჰუმანური მიგრაციის სისტემისადმი ერთგულების საძირკველს“.

XS
SM
MD
LG