Accessibility links

Breaking News

რუსეთი არ არის უკრაინაში მიმდინარე ომის მსხვერპლი


მარიუპოლი - ზღვისპირა ქალაქი რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 16 აპრილს.
მარიუპოლი - ზღვისპირა ქალაქი რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 16 აპრილს.

გასული სექტემბრის შემდეგ, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა თოთხმეტჯერ მოიწვია, რათა უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი აგრესიის იმავე მეზობელზე გადაბრალება ეცადა. ის ცდილობს, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ ომში, უკრაინის აგრესორად წარმოჩენის მცდელობით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენათა აღწერა შეცვალოს. მოსკოვი აცხადებს, რომ თავდაცვის შეუვალი უფლება უკრაინაზე, და იმავე ლოგიკით, არცერთ პატარა ქვეყანაზე არ ვრცელდება და რომ უკრაინას არ აქვს უფლება თავისი მოკავშირეებისგან დახმარება მიიღოს იმ დროს, როდესაც სასოწარკვეთით ცდილობს თავისი მოქალაქეები და ტერიტორია დაიცვას.

მოდით, ნათლად განვაცხადოთ: ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ არაპროვოცირებულ ომში რუსეთის ფედერაცია მსხვერპლი არ არის.

„ჩვენ გულდასმით ვუსმენთ რუსეთის სიტყვებს“, - თქვა ელჩმა ჯონ კელიმ, გაეროში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში. „მაგრამ მოდით, მის ქმედებებსაც შევხედოთ“.

„რუსეთი გაეროს წევრი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიას სჩადის“, - თქვა მან.

კელის თქმით, „ტერიტორიის დაპყრობის მიზნით, რუსეთი უკრაინაზე უმოწყალო თავდასხმას აგრძელებს“.

მაგრამ, იმ დროსაც კი, როდესაც უკრაინის მოკავშირეებს მისთვის თავდაცვის საშუალებების მიწოდების გამო მკაცრად აკრიტიკებს, რუსეთი ითხოვს და ღებულობს საომარ მასალას გაეროს მიერ აკრძალული წყაროებიდან.

„გასული დეკემბრიდან, რუსულმა ძალებმა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტებით, უკრაინას თითქმის ათეულობით შემთხვევაში დაარტყეს, 40-მდე ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

გასული სექტემბრიდან, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაეროს იარაღის ემბარგოს დარღვევით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 11 000-ზე მეტი კონტეინერით საბრძოლო მასალა და საბრძოლო მასალასთან დაკავშირებული საქონელი მიიღო“,- განაცხადა ელჩმა ჯონ კელიმ, გაეროში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში.

და ბოლოს, „რუსეთი ასევე აღრმავებს სამხედრო ურთიერთობას ირანთან, მათ შორის ირანული შეიარაღებული დრონების შეძენის გაგრძელებით, რომელთაც უკრაინელი სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოსაღებად იყენებენ“, - თქვა კელიმ.

ელჩის თქმით, მათი "შეშფოთება გრძელდება იმ ცნობების გამო, რომ რუსეთს ირანისგან ბალისტიკური რაკეტების მიღება სურს. ამგვარი შენაძენი რუსეთის აგრესიულ ომში ირანის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ესკალაციის მომასწავებელი იქნებოდა.“

„საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ერთსულოვნად დაგმო. როგორც მანამდე ვთქვით, რუსეთს ამ ომის დასრულება დღესვე შეუძლია,“ - თქვა კელიმ.

„შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის მიმართ, რომ უკრაინა უზრუნველჰყოს იმით, რაც მას თავის დასცავად სჭირდება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, უკრაინის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საკუთარ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეწყვიტოს ჩრდილოეთ კორეული საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა“, - აღნიშნავს გაეროში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში.

Related

XS
SM
MD
LG