Accessibility links

Breaking News

USAID უკრაინაში ხორბლეულის მოცულობის აღდგენაზე მუშაობს


ორი წლის წინ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ქვეყნის დასახმარებლად 29 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. ეს 17 მილიონი უკრაინელის - ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევრის - ცხოვრებაზე აისახა. მხარდაჭერა არა მხოლოდ დაეხმარა ადგილნაცვალ უკრაინელებს და მათ, ვინც ფრონტის ხაზებთან ცხოვრობს, ღირსების შენარჩუნებით გადარჩენილიყვნენ, არამედ დაეხმარა უკრაინას ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი ძლიერება და დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარება ეშენებინა.

იზობელ კოლემანი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეა. ის ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი, ქვეყნის ეკონომიკის დაჩოქება იყო, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა მას „შთამბეჭდავად ჩაუვარდა“:

„უკრაინის მეგობრებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროპელმა მოკავშირეებმა და მსოფლიოს ქვეყნებმა ერთობლივად იმუშავეს, რათა უკრაინელ ფერმერებს მათ მინდვრებზე თესვაში დახმარებოდნენ".

კოლემანი აღნიშნავს: „ჩვენ USAID-ში უკრაინელი ფერმერების მესამედზე მეტთან ვიმუშავეთ, რათა მათთვის მიგვეწოდებინა თესლი და სასუქი, დაფინანსება და დამატებითი საცავები, როდესაც ისინი საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დაუყოვნებლივ ექსპორტს ვერ ახერხებდნენ“.

USAID მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტები და შავ ზღვაში დაზიანებული პორტების აღსადგენაში ინვესტიცია ჩაედო, თქვა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილემ:

„ვმუშაობდით უკრაინელ ექსპორტიორებთან, ვაწვდიდით მაგალითად, მარცვლეულის უფრო დიდ ვაგონებს, რათა დუნაის პორტებში და იქ მყოფ ბარჟებზე მარცვლის უფრო მეტი მოცულობის მიტანა შეძლებოდათ. ვმუშაობდით თვითონ პორტებთან, რათა მიგვეწოდებინა საბუქსირე ხომალდები, რომლებსაც შეეძლოთ წინ და უკან მოძრაობა და საზღვაო პილოტების ხმელეთიდან გემებზე გადაყვანა, რომ დაგვეჩქარებინა დუნაის პორტებში სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის ჩამოტვირთვა-გადატვირთვის პროცესი. გავზარდეთ ინვესტიცია სხვადასხვა სასაზღვრო პუნქტებშიც, ისევ და ისევ პროცესის დასაჩქარებლად.“

სტრატეგია მუშაობს. დღეს უკრაინის ეკონომიკა ზრდას დაუბრუნდა. ბიზნესები გამოცოცხლდა და საერთაშორისო ინვესტიცია მოგებაზე გადის.

კოლემანი აღნიშნავს, რომ USAID ამ პროგრესის გაუმჯობესების ერთგულია, მათ შორის პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერის გზით.

„ვხედავთ რა ნგრევას, რაც პუტინის ძალებმა მთელ ქვეყანას მოუტანა, უზრუნველვყოფთ ფერმერების წვდომას ენერგიაზე და ირიგაციაზე. ეს მათ ესაჭიროებათ, რათა ისეთივე პროდუქტიულები იყვნენ, როგორც ადრე და რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად პროდუქტიულები გახდნენ“.

უკრაინის სოფლის მეურნეობა საკვებით უზრუნველყოფს მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე მოწყვლად ქვეყანას, აღნიშნა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილემ. მისი თქმით, ხორბლეულის ბეღელად წოდებული უკრაინის მხარდაჭერას მსოფლიოს გამოკვებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

XS
SM
MD
LG