Accessibility links

Breaking News

უკრაინის მხარდაჭერა გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერაა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უკრაინის მშვიდობის სამიტზე. 15 ივნისი, 2024 წ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უკრაინის მშვიდობის სამიტზე. 15 ივნისი, 2024 წ.

რუსეთის სასტიკი თავდასხმების პირისპირ მყოფი უკრაინისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მჭიდრო პარტნიორობის მხარდაჭერა. ეს არის ვალდებულება, დავიცვათ საერთაშორისო წესები და ნორმები, დავიცვათ დემოკრატიული ღირებულებები და წინ აღვუდგეთ დიქტატორებს, - თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა შვეიცარიაში გამართულ ბოლო სამიტზე, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ეხებოდა.

„რუსეთის აგრესია არ გახლავთ მხოლოდ თავდასხმა უკრაინელი ხალხის სიცოცხლესა და თავისუფლებაზე. ეს არ არის მხოლოდ თავდასხმა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე და ენერგომომარაგებაზე. რუსეთის აგრესია ასევე არის თავდასხმა საერთაშორისო წესებსა და ნორმებზე და გაეროს წესდებაში ჩადებულ პრინციპებზე“, - განაცხადა მან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული, წესდების ნორმების იგნორირება, გლობალურ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება, თუკი მეზობელ ქვეყნებზე უკანონო თავდასხმით, ერები წარმატებას მიაღწევენ.

„თუ მსოფლიომ ვერ უპასუხა მეზობელზე თავდამსხმელ აგრესორს, სხვა აგრესორები უდავოდ გათამამდებიან. ეს მთელ სამყაროში წაახალისებს არა წესრიგსა და სტაბილურობას, არამედ - დაპყრობისა და ქაოსის პოტენციალის აღზევებას, რაც საფრთხეს შეუქმნის ყველა ერს“, - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებთან დასაპირისპირებლად, უკრაინის სამშვიდობო სამიტს ორმაგი სარგებელი აქვს, რომელიც ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოების გაღრმავებას შეუწყობს ხელს და ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ „ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით, არაფერი გადაწყდეს უკრაინის გარეშე“. თუმცა, რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინი გამოვიდაწინადადებით, რომელიც სწორედ ამას აკეთებს, თქვა მან:

„სიმართლე უნდა ვთქვათ. ის არ მოუწოდებს მოლაპარაკებებისკენ. ის მოუწოდებს დანებებისკენ. ამერიკა უკრაინის გვერდით დგას არა ქველმოქმედების გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია. ჩვენ ვდგავართ 90-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციის გვერდით, რომლებსაც ასევე აქვთ სტრატეგიული ინტერესი უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში.

რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, საფრთხეს უქმნის გლობალურ ერთობასა და უსაფრთხოებას. შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და გააგრძელებს რუსეთისთვის საზღაურის დაწესებას, განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები “გააგრძელებს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისთვის მუშაობას, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებს და უკრაინელი ხალხის ნებას”.

XS
SM
MD
LG