მთელ მსოფლიოში რელიგიურ თავისუფლებათა შესახებ ამერიკის უახლესი ანგარიშის წარდგენისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ მისი დანიშნულებაა, დააწინაუროს ამერიკის ხედვა ისეთ მომავალზე, „სადაც ყველას შეუძლია სარწმუნოება აირჩიოს და მას მიჰყვეს“:
„რელიგიური თავისუფლების პატივისცემა აძლიერებს სხვა უფლებებს, როგორიცაა: თავისუფლად საუბარი, მშვიდობიანი შეკრება, პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამ საყოველთაო უფლებათა დაცვა ადამიანებს აძლევს ძალას, გამოხატონ საკუთარი თავი, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება, საკუთარ თემებში წვლილიც სრულად შეიტანონ“.
თუმცა, ბლინკენის თქმით, დღეისათვის, რელიგიური თავისუფლება მილიონებისთვის კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება:
„ცოტა ხნის წინ პიუს კვლევითმა ცენტრმა აღმოაჩინა, რომ მთავრობის მხრიდან რელიგიის შეზღუდვებმა გლობალურად უმაღლეს დონეს მიაღწია, იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც 2007 წელს, მისი აღრიცხვა დაიწყო. დღეს მთელ მსოფლიოში მთავრობები აგრძელებენ ადამიანთა მიზანში ამოღებას, სალოცავების დაკეტვას, თემების ძალისმიერ გადასახლებასა და ციხეში ჩასმას მათი რელიგიური შეხედულებების გამო“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული ტიპის რელიგიურ სამოსს ზღუდავს, სხვები კი ამას სავალდებულოდ აწესებენ. ზოგიერთი მთავრობა საკუთარი საზღვრების მიღმაც მოქმედებს, რათა ადამიანები მათი რწმენისა და რელიგიური თავისუფლების ქომაგობისთვის სამიზნედ აქციოს:
„ყოველ რეგიონში ადამიანები მთავრობისგანაც და თანამოქალაქეებისგანაც ისევ იმყოფებიან რელიგიაზე დაფუძნებული ძალადობის, რელიგიაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინაშე. ისინი შესაძლოა, სკოლების მიღმა დატოვონ, სამსახურზე უარი უთხრან, შეავიწროონ, სცემონ, ან უფრო უარესიც ჰქნან“.
ადამიანებს სამიზნედ მოძალადე ექსტრემისტული ჯგუფებიც რელიგიის საფუძველზე იღებენ. ბლინკენმა მიუთითა ივნისში, რუსეთის დაღესტნის რეგიონში, ეკლესიებზე და სინაგოგაზე თავდასხმაზე, რომლის დროსაც პოლიციელები, სამოქალაქო პირები და მღვდელი მოკლეს. მან აღნიშნა, რომ 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ შამაძრწუნებელი ტერორისტული თავდასხმის და შემდგომ ღაზაში კონფლიქტის შემდეგ, მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმიც და ისლამოფობიაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.“
მსგავს შევიწროებათა აღნუსხვა, სიძულვილისა და სისასტიკის წინააღმდეგ გამოსვლა, ყოველი ადამიანის რელიგიური თავისუფლების დაცვა, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო მდივანის თქმით, „ეს სამუშაო იმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რაც ადამიანად ყოფნას ნიშნავს“: შესაძლებლობა, შევისწავლოთ ჩვენზე აღმატებული რამ... უფლება, ავირჩიოთ ის, თუ რისი გვწამს, ასევე გვაძლევს საშუალებას ვისწავლოთ მათგან, ვინც ჩვენგან განსხვავდება და გავიხაროთ ყველაფერ იმით, რაც გვაერთიანებს“.
რელიგიური სწავლულის, ჰაუსტონ სმითის ციტირებისას, ბლინკენმა აღნიშნა: „თუ მსოფლიოს უკვდავი რელიგიების შინაარსს ჩავწვდებით, ადამიანთა მოდგმის ჭეშმარიტ სიბრძნეს აღმოვაჩენთ“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, მთელ მსოფლიოში რელიგიურ თავისუფლებათა შესახებ ამერიკის უახლესი ანგარიშის წარმოდგენისას, თქვა, რომ მისი დანიშნულებაა დააწინაუროს ამერიკის ხედვა ისეთ მომავალზე, „სადაც ყველას შეუძლია სარწმუნოება აირჩიოს და მას მიჰყვეს“:
„რელიგიური თავისუფლების პატივისცემა აძლიერებს სხვა უფლებებს, როგორიცაა თავისუფლად საუბარი, მშვიდობიანი შეკრება, პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამ საყოველთაო უფლებათა დაცვა ადამიანებს აძლევს ძალას, გამოხატოს საკუთარი თავი, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება, საკუთარ თემებში წვლილიც სრულად შეიტანონ“.
თუმცა, ბლინკენის თქმით, დღეისათვის, რელიგიური თავისუფლება მილიონებისთვის კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება:
„ცოტა ხნის წინ პიუს კვლევითმა ცენტრმა აღმოაჩინა, რომ მთავრობის მხრიდან რელიგიის შეზღუდვებმა გლობალურად უმაღლეს დონეს მიაღწია, იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც 2007 წელს, მისი აღრიცხვა დაიწყო. დღეს მთელ მსოფლიოში მთავრობები აგრძელებენ ადამიანთა მიზანში ამოღებას, სალოცავების დაკეტვას, თემების ძალისმიერ გადასახლებასა და ციხეში ჩასმას მათი რელიგიური შეხედულებების გამო“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული ტიპის რელიგიურ სამოსს ზღუდავს, სხვები კი ამას სავალდებულოდ აწესებენ. ზოგიერთი მთავრობა საკუთარი საზღვრების მიღმაც მოქმედებს, რათა ადამიანები მათი რწმენისა და რელიგიური თავისუფლების ქომაგობისთვის სამიზნედ აქციოს:
„ყოველ რეგიონში ადამიანები მთავრობისგანაც და თანამოქალაქეებისგანაც ისევ იმყოფებიან რელიგიაზე დაფუძნებული ძალადობის, რელიგიაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინაშე. ისინი შესაძლოა, სკოლების მიღმა დატოვონ, სამსახურზე უარი უთხრან, შეავიწროონ, სცემონ, ან უფრო უარესიც ჰქნან“.
ადამიანებს სამიზნედ მოძალადე ექსტრემისტული ჯგუფებიც რელიგიის საფუძველზე იღებენ. ბლინკენმა მიუთითა ივნისში, რუსეთის დაღესტნის რეგიონში, ეკლესიებზე და სინაგოგაზე თავდასხმაზე, რომლის დროსაც პოლიციელები, სამოქალაქო პირები და მღვდელი მოკლეს. მან აღნიშნა, რომ 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ შამაძრწუნებელი ტერორისტული თავდასხმის და შემდგომ ღაზაში კონფლიქტის შემდეგ, მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმიც და ისლამოფობიაც მნიშვნელოვნად გაიზარდა“.